15
Feb
2019

Tesla-ს ახალ მოდელს “ძაღლის რეჟიმი” ექენება

15 Feb 2019

veon
veon


ილონ მასკმა Tesla-ს Model 3-ის “ძაღლის რეჟიმი” ჯერ კიდევ ოქტომბერში დააანონსა, თუმცა, მაშინ დეტალებზე არ უსაუბრია. ხოლო, როგორც ახლახან გახდა ცნობილი, ახალ მოდელებს აღნიშნულ რეჟიმთან ერთად უსაფრთხოების რეჟიმიც დაემატება.

ხშირად ძაღლის პატრონებს მანქანაში უწევთ ძაღლის დატოვება, რაც მათზე არც თუ ისე კარგად აისახება. სწორედ ამიტომ, მასკი ასეთ სიტუაციაში Model 3-ის მფლობელებს სთავაზობს რეჟიმს, რომლის დროსაც სასიამოვნო მუსიკა იქნება ჩართული და, ამავდროულად, მანქანა ჰაერსაც გაფილტრავს, რაც დაეხმარება ძაღლს, თავი უკეთ იგრძნოს. ასევე, მანქანაში დამონტაჟებული იქნება ეკრანი, რომელიც ძაღლს შემდეგ სიტყვებს ეტყვის: “მე კარგად ვარ, ჩემი პატრონი მალე დაბრუნდება”, ეს კი ძაღლის ფსიქოლოგიაზე, სავარაუდოდ, დადებითად იმოქმედებს.

რაც შეეხება უსაფრთხოების რეჟიმს, იგი მოიცავს 8 კამერის გაძლიერებულ მუშაობას, რომლებიც მაქსიმალურად გააკონტროლებენ სხვა მანქანებთან მიახლოებას და, ზოგადად, ნებისმიერ საშიშროებას. ასევე, მას დამონტაჟებული ექნება სენსორები, რომლებიც მეპატრონეს მყისვე შეატყობინებენ გაქურდვის მცდელობას ან უბრალოდ მანქანასთან არასასურველ შეხებას.

 

განხილვა