15
Mar
2019

Tesla-მ ახალი ელექტრომობილი წარადგინა

15 Mar 2019

ახლახან ილონ მასკმა Tesla-ს ახალი ელექტრომობილი Model Y წარადგინა. შვიდადგილიან ავტომობილს ერთ სრულ დატენვაზე 482 კილომეტრის გავლა შეეძლება. როგორც თავად მასკი აცხადებს, იგი ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო მანქანაა. ავტომობილს 3.5 წამში 60 კმ/სთ სიჩქარის განვითარება შეუძლია. ილონ მასკის მიერ შექმნილი რიგით მეხუთე მანქანა 2020 წელს გამოვა და 47 000 დოლარი ეღირება, ხოლო მისი სტანდარტული, საშუალო ვერსია კი 2021 წელს გამოვა, მისი ფასი 39 000 დოლარი იქნება.

 

განხილვა