in

Tesla-ს Optimus რობოტი ნიუ-იორკის მაღაზიაში გამოჩნდა!

გასულ წელს Tesla-მ Optimus-ის რობოტი წარადგინა. მართალია, მნახველებზე დიდი შთაბეჭდილება ვერ მოახდინა, მაგრამ თავისივე მოქნილობის საჩვენებლად სცენაზე გავლა, აუდიტორიისთვის ხელის დაქნევა და მუხლის აწევა ნამდვილად მოახერხა… 

ახლა კი იგი Tesla-ს ერთ-ერთ მაღაზიაში, ნიუ-იორკში გამოჩნდა. თუმცა, ალბათ, ეს არც უნდა გაგვიკვირდეს, რადგან მანამდე ბრენდმა განაცხადა, რომ რობოტის გამოყენებას რეგიონში საცალო გაყიდვების გაზრდის მიზნით აპირებდა. იმასაც იმედოვნებენ, რომ ასე ტესლას მანქანებსაც უფრო მეტი ადამიანი მიაპყრობს ყურადღებას. 

ხოლო მათთვის, ვინც რობოტებთან შეხვედრას ელოდება, სამწუხარო ამბავი გვაქვს, რადგან ეს არ მოხდება — იგი საჩვენებლად შეიქმნა და არა, პროტოტიპების სახით. ამგვარად კი, უფრო მეტად სიმბოლოს წარმოადგენს იმ რეალობისა, რომლისკენაც Tesla მიისწრაფვის. 

AnimatronX – „თითქოს, 2 წლის შრომა ჰაერში გაქრა, თუმცა ჩვენს გუნდში ასე არ ვთვლით“

iPhone 14 Pro-ს მეშვეობით გადაღებული ფილმი და მექსიკური თავგადასავალი