in

Tesla-ს ჰუმანოიდმა რობოტმა მაისურის დაკეცვა ისწავლა

რამდენიმე თვის წინ გავიგეთ, რომ ტესლას ჰუმანოიდი რობოტი იოგით იყო დაკავებული, ახლა კი ილონ მასკის Optimus კიდევ ერთი ნაბიჯით მიიწევს წინ — ვიდეოში ნაჩვენებია, თუ როგორ კეცავს მაისურს მაგიდაზე. საკმაოდ კომპეტენტურადაც უჭირავს თავი

თუმცა თუ კრიტიკული თვალით შევხედავთ და ნაკლზე საუბარს დავიწყებთ, აუცილებლად უნდა ვახსენოთ ჰუმანოიდი რობოტის შენელებული მოძრაობები და არცთუ ისე დახვეწილად დაკეცილი მაისური. ამასთან, როგორც ჩანს, Optimus ჯერ კიდევ არ არის სრულად ავტონომიური, რაც მის საბოლოო მიზანს წარმოადგენს… მიუხედავად ამისა, მასკი ამბობს, რომ: იგი შეძლებს, ეს ყველაფერი მალე სრულად ავტონომიურად გააკეთოს ისე, რომ არც ფიქსირებული სიმაღლის მაგიდა დასჭირდეს და არც ცალკეული ერთეული ტანსაცმელებიდან, რომელიც კალათაში იქნება მოთავსებული.

ტესლამ უკვე არაერთი ვიდეოთი გვაჩვენა რობოტის ტექნიკური ჯადოქრობები“. თუმცა ყველა სცენარი წინასწარ გაწერილია, შესაბამისად, აქტივობებიც დაპროგრამებული, რომლებიც უფრო მეტად რობოტის შთამბეჭდავ ფუნქციებსა და მისი კიდურების მოძრაობის ეფექტურობას უსვამს ხაზს. არსებული მოდელის დახვეწა უდავოდ ნიშნავს იმას, რომ მალე მას ჩვენს სახლებში ვიხილავთ. თანაც ილონ მასკს დროის შესახებ პროგნოზების გაკეთება უყვარს და გასულ წელს რობოტის პროტოტიპის წარდგენისას არც ეს დავიწყებია. თქვა, რომ რობოტი 3-5 წელიწადში განვითარდებოდა. თუმცა კრიტიკოსები ამ მოსაზრებას სასაცილოდ თვლიან…

Google-ის 10 გზა ეკომეგობრული არჩევანის გასაკეთებლად

რა ხდება, როცა ფილმებს ჭარბად უყურებთ? — Netflix-ის კამპანია