დღეს, სულ რამდენიმე საათის წინ მასკმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ Dogecoin-ის მეშვეობით ტესლას მერჩის შეძენა უკვე შესაძლებელია. ამის შესახებ ავტომობილების მწარმოებელი კომპანიის მფლობელმა, ილონ მასკმა, ტვიტერზე დაპოსტა.

Dogecoin 2013 წელს ხუმრობით შექმნილი კრიპტოვალუტაა, რომელიც ინტერნეტ სივრცეში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ილონ მასკი უკვე დიდი ხანა ამ მიმი-კოინს გულშემატკივრობს. მასკის ღია მხარდაჭერის გამოვლინებაა ისიც, რომ Dogecoin ერთადერთი კრიპტოვალუტა გახდა, რომლითაც tesla-ს პროდუქციის ყიდვაა შესაძლებელი.
საგულისხმოა, რომ ამ მოვლენამ, Dogecoin-ის ფასი 16%-ით გაზარდა და მისი ღირებულება დაახლოებით 0.20 დოლარს შეადგენს.












