in

Tesla ბავშვებისთვის განკუთვნილ Cyberquad-ს 1900 დოლარად ყიდის!

მისი მაქსიმალური დატვირთვა 150 ფუნტს აღწევს

როგორც ჩანს, Tesla-მ თავისი მომხმარებლების გაზრდაზე იზრუნა და ახლა უკვე სპეციალურად ბავშვებისთვის შექმნა Cyberquad. უფრო სწორად, ოფიციალური სახელით ასე ჟღერს — Cyberquad for Kids. 

პატარა ოთხბორბლიანი მოწყობილობა ლითიუმ-იონური ელემენტით იკვებება. სრული დამუხტვის შემდეგ შესაძლებელია 15 მილის დაფარვა, მაქსიმალური სიჩქარე კი 10 mph-ს აღწევს. ამასთან, Cyberquad-ს სრულად ფოლადის ჩარჩო, რეგულირებადი საკიდარი, რბილი სავარძელი, უკანა დისკის მუხრუჭები და LED განათების ზოლები.

ვიზუალური თვალსაზრისით Cyberquad for Kids საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურება და გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის იმის შესახებ, თუ როგორი იქნება მოზრდილებისთვის განკუთვნილი მოდელი. კომპანიის განცხადებით, იგი 8 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებისთვისაა გათვლილი — მისი მაქსიმალური დატვირთვა 150 ფუნტს აღწევს.

პატარა კიბერკვადი  1900 აშშ დოლარი ღირს.გაყიდვები უკვე დაწყებულია, მიწოდება კი 2-4 კვირაში დაიწყება, როდესაც უკვე გარანტიის თან დართვა იქნება შესაძლებელი.

ციფრული ტრანსფორმაციის ძირითადი კომპონენტები

დეველოპერული კომპანია სფერას საინტერესო ინიციატივა – მზის ელექტრო სადგური საცხოვრებელ კორპუსზე