in

Tesla-ს ჰუმანოიდი რობოტი ხელებით გულს გვაჩვენებს

სავარაუდოდ, უკვე რობოტების ეპოქაში ვართ… ამაში კი Tesla-ს ჰუმანოიდი რობოტი დაგარწმუნებთ. თანაც, ილონ მასკს სჯერა, რომ რობოტები მომავალში იმაზე უფრო ღირებული გახდება, ვიდრე მანქანა. 

Optimus ანდროიდი რობოტის სახელია და იგი Tesla-ს უახლესი და უდიდესი მიგნებაა ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში. რობოტის შესახებ კი აქციონერთა ყოველწლიურ შეხვედრაზე ისაუბრეს. აქვე მისი პირველი ოფიციალური სურათიც წარმოადგინეს, რომელიც ხელებით გულს გვაჩვენებს. ეს კი იმის ნიშნადაც შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ კონკრეტული პროექტი ტესლასთვის პრიორიტეტულია. 

საინტერესოა ისიც, რომ გასულ წელს Tesla-მ Optimus აღწერა, როგორც 1 მეტრი და 72 სანტიმეტრის სიგრძის რობოტული ფიგურა, ადამიანის მსგავსი ხელებითა და სახეზე ეკრანით. გასაკვირი არც უნდა იყოს, რომ მისი გარეგნობა ტესლას ფუტურისტულ და მინიმალისტურ ესთეტიკას სრულად შეესაბამება — მას თეთრი სხეული და შავი აღჭურვილობა ექნება. 

მას იმისათვის გამოიყენებენ, რომ ტესლას თანამშრომლებს შრომა შეუმსუბუქოს და რუტინული დავალებებიც შეასრულოს. საბოლოოდ კი მას ხელოვნური ინტელექტის ტვინი ექნება, განავითარებს საკუთარ პიროვნებას და სხვა საქმეების შესრულებასაც მოახერხებს. ამ ეტაპისთვის კი Optimus-ის რეალურ სამუშაო პროტოტიპის შექმნაზე მუშაობენ. ხოლო უკვე 2023 წლისთვის Tesla რობოტების მასიურ წარმოებას გეგმავს.

კლიმატის ცვლილება და მისი ზეგავლენა გარემოზე

„ლაზიერი“ – ადგილი, სადაც სასურველი დიზაინის ავეჯს დაგიმზადებენ