in

Tesla-ს მანქანების ბიტკოინით შეძენას ვეღარ შეძლებთ!

კრიპტოვალუტა, შესაძლოა, გარემოსთვის ზიანის მომტანი აღმოჩნდეს

veon
veon

ილონ მასკმა, Tesla-ს მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ კლიმატის ცვლილებების პრობლემების გამო ელექტრონული ავტომობილების კომპანია ბიტკოინებს აღარ მიიღებს.

“ჩვენ შეშფოთებულები ვართ იმ ფაქტით, თუ როგორ სწრაფად იზრდება წიაღისეული საწვავის მოხმარება, რაც ბიტკოინის მოპოვებასა და ტრანზაქციებთან არის დაკავშირებული. განსაკუთრებით კი, ეს ქვანახშირს ეხება, რომელიც ყველა სხვა საწვავთან შედარებით, ყველაზე ცუდი ემისიით ხასიათდება” – წერს ილონ მასკი თვითერზე. შეგახსენებთ, რომ ბიტკოინების მოპოვება ენერგო-ინტენსიური პროცესია, რომელიც უმეტესად წიაღისეული საწვავის, კერძოდ, ქვანახშირის წვის შედეგად წარმოებულ ელექტროენერგიას იყენებს.

როგორც ცნობილია, კომპანია თავისი ბიტკოინების გაყიდვას არ აპირებს და მათ მას შემდეგ გამოიყენებს, რაც კრიპტოვალუტის მოპოვება უფრო მდგრადი ენერგიის გამოყენებით იქნება შესაძლებელი. “კრიპტოვალუტა კარგი იდეაა და გვჯერა, მას პერსპექტიული მომავალი აქვს, მაგრამ ასევე, შესაძლოა, გარემოსთვის ზიანის მომტანი აღმოჩნდეს”.

საინტერესოა, რა დგას ამ გადაწყვეტილების მიღმა, გარდა იმისა, რომ მასკი გარემოზე ზრუნავს? ბაზრის ანალიტიკოსებს თუ დავუჯერებთ, ამ ნაბიჯით იგი Tesla-ს ინვესტორების დამშვიდებას ცდილობს, რომლებიც კლიმატის ცვლილებებსა და მდგრადობაზე ზრუნავენ.

თუმცა ბიტკოინის მხარდამჭერები პროტესტს გამოთქვამენ ილონ მასკის განცხადებასთან დაკავშირებით და აცხადებენ, რომ ოფისებში კომპიუტერებთან მომუშავე მილიონობით დასაქმებულიც დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას მოიხმარს და შესაბამისად, ასევე აბინძურებს გარემოს.

კალიფორნიის სანაპიროზე საზარელი თევზი გამოირიყა!

პარალიზებულ ადამიანებს წარმოსახვითი ხელწერით საუბარი შეუძლიათ