in

Tesla-ს მფლობელი ამბობს, რომ Model 3 მაინინგით თვეში 800 დოლარს გამოიმუშავებს

კრიპტოვალუტის მაინერებს მის სიმართლეში ეჭვი ეპარებათ

veon
veon

2018 წლის Tesla Model 3-ის მფლობელი აცხადებს, რომ ავტომობილის კომპიუტერით თვეში დაახლოებით $800 გამოიმუშავებს. თუმცა იუტუბერმა სირაჯ რავალმა სხვა კრიპტო მაინერების კრიტიკა დაიმსახურა, რადგან მათი თქმით, ეს რიცხვი სიმართლეს არ შეესაბამება.

საინტერესოა, მართლა შეუძლია თუ არა ელექტრომობილს თვეში $400-800 გამომუშავება?

უკვე უამრავი უჩვეულო კომპიუტერი ვიხილეთ, როგორიცაა მაგალითად, კარტოფილზე შეერთებული Raspberry Pi. ეს უკანასკნელი Doom-ის სათამაშოდ გამოიყენება. ახლა კი ჯერი ელექტრომობილებზეა, რომელთა მფლობელებიც უცნაურ ტრენდში ჩაერთნენ — ისინი მანქანებს მაინერებად გარდაქმნიან.

როგორც სირაჯი განმარტავს, იგი საშუალოდ 400-დან 800 დოლარამდე გამოიმუშავებს. თავის მხრივ, ეს ბიტკოინისა და ეთერიუმის ფასზეა დამოკიდებული. იმისათვის, რომ სირაჯი ტრენდს აჰყოლოდა, მას ავტომობილის მთავარი კომპიუტერის დაჰაკვა მოუწია. ამის შემდეგ კი მანქანა მაინერად 20 საათის განმავლობაში მუშაობს, რაც თვიურად 30-60 დოლარ კომუნალურების გადასახადს გულისხმობს.

ტესლას ჰაკერისა და კრიპტო მაინერის, ტომას შომერსის თქმით, Tesla Model 3-ის კომპიუტერს მაქსიმუმ 10MH/s სიმძლავრის მოცემა შეუძლია. ეს კი დანახარჯების გარეშე 13.38 დოლარზე მეტი არ გამოდის. ამასთან, კრიპტოვალუტის მაინინგი ბლოკჩეინზე გამოთვლების მზარდი კომპლექსური სერიის გამოყენებით ხორციელდება, რაც უფრო რთულდება, როცა მეტი მაინერი უერთდება ქსელს. და ისიც უნდა ითქვას, რომ რავალი ყურადღების მისაქცევად ხშირად ცრუ ინფორმაციებს ავრცელებს.

საგულისხმოა, რომ გასულ წელს კანადურმა ავტომობილების მწარმოებელმა Daymak ელექტრომობილების შემუშავება დააანონსა, რომელიც დამუხტვისას კრიპტოვალუტას გამოიმუშავებს. რავალის წარმოდგენები კი უფრო შორს წავიდა — ის ავტონომიურ რობოტ ტაქსიზე ოცნებობს, რომელიც კრიპტოვალუტის მაინინგისთვისაა განკუთვნილი.

როგორ იქცა მიკი მაუსი ცნობილ პერსონაჟად?

Restaurant Business Started With $5000