in

ასტრონომებმა დედამიწის ზომის მორიგი ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს

NASA-ს ობსერვატორიამ TESS ჩვენგან დაახლოებით 100 სინათლის წლის დაშორებით დედამიწის ზომის ეგზოპლანეტა აღმოაჩინა და შესაძლოა, აქ თხევადი წყლის არსებობაც კი დადასტურდეს.

აღსანიშნავია, რომ სიცოცხლისთვის შესაბამის ზონაში აღმოჩენილი ეგზოპლანეტა ერთადერთი არაა, TESS-მა ჯერ კიდევ 2020 წელს 3 ობიექტი დააფიქსირა, მათ შორის გამორჩეულია დედამიწის ზომის TOI 700 d. სწორედ ამ უკანასკნელის ახლოს მდებარეობს ახლად აღმოჩენილი ეგზოპლანეტაც. ამასთან, ორივე მათგანი ერთი ვარსკვლავის, TOI 700-ის, გარშემო ბრუნავს, რომელიც სხვა მსგავსი მნათობებისგან განსხვავებით შედარებით წყნარია და უეცარი მძლავრი ამოფრქვევები არ ახასიათებს.

ახლახან ასტრონომებმა TOI 700-ის მიმდებარედ კიდევ ერთ ობიექტს მიაგნეს, სახელწოდებით TOI 700 e, რომლის სიდიდეც დედამიწის 95 პროცენტია. როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, ის კლდოვანი უნდა იყოს და ორბიტაზე მოძრაობას 28 დღეს ანდომებებდეს.

საგულისხმოა, რომ მხოლოდ ამ სამი პლანეტით, მეცნიერები სისტემას უკვე ადარებდნენ TRAPPIST-1-ს — ჩვენგან 39,5 სინათლის წლის მანძილზე მდებარე სისტემას, რომელიც ცნობილია დედამიწის ზომის შვიდი ეგზოპლანეტით.

ობსერვატორია პლანეტებს ვარსკვლავებზე ერთი თვის განმავლობაში დაკვირვებით პოულობს. ამ პროცესში ის სიკაშკაშის მცირე დაქვეითებას აკვირდება, რაც შეიძლება ვარსკვლავსა და ტელესკოპს შორის არსებულ პლანეტაზე მიანიშნებდეს. მოპოვებული ინფორმაცია კი მეცნიერებს ეხმარება, პლანეტის ზომა შეაფასონ და მისი ორბიტაც გაზომონ. თუმცა TESS-ის გარდა, ასტრონომები ჩილეში მდებარე Echelle Spectrograph-საც გამოიყენებენ, რომელიც უშუალოდ დედამიწის მსგავსი ეგზოპლანეტების აღმოჩენაზეა სპეციალიზებული. მისი მეშვეობით ოთხივე ციური სხეულის მასას დაადგენენ, ხოლო ჰაბლის დახმარებით მნათობის ულტრაიისფერ გამოსხივებას შეისწავლიან.

როგორ იყენებენ ბრენდები Instagram-ის სთორებს ეფექტურად

ზრუნვა ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ სამსახური — Doctolib-ის ვიდეორგოლი