in

10 ტექნოლოგია, რომლებსაც ტესტერების დღეზე გაეცნობით, 9-10 სექტემბერს!

9-10 სექტემბერს, GeoSTQB-ის ორგანიზებითა და Space International-ის მხარდაჭერით, საქართველოში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამასთან დაკავშირებით, შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი მასშტაბურ ღონისძიებას უმასპინძლებს. ღონისძიებაზე მოისმენთ ინსპირაციულ გამოსვლებს, ჩაერთვებით დინამიკურ პანელურ დისკუსიებში, გაეცნობით QA-ს ბაზრის უახლეს კვლევას, დაესწრებით საინტერესო ვორკშოპებს. ასევე, თქვენ შესაძლებლობა გექნებათ დაუკავშირდეთ პროფესიონალებს საქართველოდან და ევროპის მასშტაბით, საფუძველი ჩაუყაროთ ღორებულ პარტნიორობას, გააზიაროთ ცოდნა და გააძლიეროთ თქვენი პროფესიული ქსელი.

მაინც, ვინ არიან ტესტერები?

ტესტერი არის სპეციალისტი, რომელიც პროგრამულ უზრუნველყოფას ან მსგავს პროექტებს ამოწმებს. ესაა პროფესიონალი, რომლის მიზანია ციფრული პროდუქტი მომხარებლამდე გამართულად მივიდეს. ამისათვის, ის აიდენტიფიცირებს პრობლემებს და შეცდომების გასწორების შემდეგ, კვლავაც ამოწმებს, როგორია განახლებული პროდუქტი.

ტესტერთა საერთაშორისო დღე მსოფლიოში ყოველწლიურად 9 სექტემბერს აღინიშნება. ღონისძიებას 2020 წლიდან ორგანიზებას უწევს საქართველო პროგრამული ტესტირების საკვალიფიკაციო საბჭოს საქართველოს ოფისი (GeoSTQB). ღონისძიებამ ხელი შეუწყო ქვეყანაში ტესტერთა კომუნის ჩამოყალიბებას და დღესდღეობით, 4000-ზე მეტ ტესტერს აერთიანებს. წლევანდელი ღონისძიების სტუმრები გაიცნობენ იმ ინოვაციებსა და ტექნოლოგიებს, რაც თანამედროვე ტესტერებს გაუადვილებს საქმიანობას.

ტესტერების დღეზე Space International ორი სპიკერით იქნება წარმოდგენილი: ნინო აბრამიშვილი თემით – Exploratory Testing In Agile და გიორგი გუგეშაშვილი თემით In Sprint Automation Tech View.

გაგაცნობთ რამდენიმე სპიკერსა და ტექნოლოგიას, რომლებსაც ტესტერების დღეზე გაეცნობით.

  • Filip Hric – უკვე არაერთი წელია, რაც ტესტერთა დღის ნაწილია. ესაა ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და ძალიან საინტერესო თემების ავტორი. ის, წელს ისაუბრებს თემაზე: “Test like a developer, develop like a tester”. მის გამოსვლებში გაერთიანებულია ტექნიკური ნაწილებიც და თეორიულიც, წელსაც ეს თემაც იქნება ნაჯერი ტექნიკური და თეორიული ნაწილების.
  • Working With Requirements as Code – საინტერესო თემა ახლებურ მიდგომაზე, რაც ბაზრისთვის ჯერ კიდევ უცხოა.
  • Exploratory Testing In Agile – ტესტერების საერთაშიროსო დღეს შესაძლებლობა გაქვთ გაიგოთ როგორ აღმოაჩინოთ მისი მნიშვნელოვანი როლი Agile Software Development-ში. მოიძიოთ ფარული შეცდომები, გააძლიეროთ თანამშრომლობა და მასთან ერთად აამაღლოთ ციფრული პროდუქტის ხარისხი. ტესტერების დღეზე, ნინო აბრამიშვილი ისაუბრებს სტრუქტურირებული საძიებო ტესტირების საიდუმლოებების შესახებ, და გაგიზიარებთ Space International-ის გამოცდილებას Exploratory Testing-ის გამოყენებასთან დაკავშირებით. ნინო აბრამიშვილი გამოცდილი პროფესიონალია. მას აქვს 5+ წლიანი გამოცდილება ხელმძღვანელ პოზიციაზე ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით საჯარო და კერძო სექტორში. მას ასევე აქვს 8+ წლიანი გამოცდილება როგორც პროდუქტის შემუშავების, ასევე პროექტების მენეჯმენტის მიმართულებით.
  • რამდენიმე თემა დაეთმობა ხელოვნურ ინტელექტსა და ტესტირებას, რაც დღევანდელ რეალობაში აქტუალური მიმართულებაა და შესაბამისად, დიდი ინტერესით სარგებლობს საქართველოშიც.
  • Test Automation of Decentralized Applications (Blockchain) – ტესტირება ბლოკჩეინის მიმართულებაც წელს პირველად არის წარმოდგენილი ღონისძიებაზე. ბლოკჩეინ ტექნოლოგიები უკვე საკმაოდ გავრცელებული არის საქართველოში და ორგანიზატორების აზრით, ბევრისთვის იქნება საინტერესო.
  • რაც შეეხება ვორქშოპებს, მათ შორისაა შეხვედრა თემაზე “Test Automation Made Simple with Chrome DevTools Recorder”. ეს არის ბოლოდროინდელი სიახლე ზოგადად ბაზარზე და საინტერესო და პრაქტიკული იქნება ყველა ტესტერისთვის.
  • The Evolution of Browser Automation – ესაც სიახლე არის ქართული აუდიტორიისთვის. ამ თემაზე ერთ-ერთი საერთაშორისო სპიკერი ისაუბრებს. ქართული კომუნასთვის ეს თემა სიახლეც იქნება და ძალიან სასარგებლოც.
  • Panel Discussion: QA Challenges for Start-Ups – სამი სხვადასხვა გამომსვლელი, სხვადასხვა წარმატებული სტარტაპის თანადამფუძნებლები ისაუბრებენ გამოწვევებზე, თუ როგორ ცდილობდნენ აეწყოთ ეს მიმართულება კომპანიებში და რა სირთულეები ჰქონდათ ან აქვთ.
  • ტესტერთა დღეს ყოველწლიურად ერთვება ISTQB-ის ვიცე-პრეზიდენტი ოლივიერ დენოო, რომელი წელს ექსკლუზიურად მხოლოდ ტესტერთა საერთაშორისო დღის სტუმრებისთვის ისაუბრებს თემაზე: The Art of Software Testing.
  • ბოლო ორი წელია ღონისძიებაზე DevOps-ის მიმართულებაც არის ჩართული, რადგან ის მჭიდრო კავშირშია ტესტერების საქმიანობასთან. შესაბამისად, ტესტერების დღეზე DevOps-კომუნის წარმომადგენლების გამოსვლებსაც შეხვდებით. ორგანიზატორების სურვილია, ხელი შეუწყონ თემატურ მრავალფეროვნებას. ღონისძიებაზე, მოისმენთ გამოსვლებს შემდეგ თემებზე”Wasm Recipies: K8s, Databases and Beyond” სენიორ სპეციალისტებისთვის და ვორშოპი უკვე კუბერნეტისის მიმართულებით “Kubernetes GitOps with ArgoCD 101”.

ტესტერების დღეზე მოსახვედრად, ბილეთები ამ ბმულზეა ხელმისაწვდომი: პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერთა საერთაშორისო დღე | TKT.GE

[R]

„მაზდა ცენტრი თეგეტაში“ Mazda CX5-სა და Mazda 6-ზე განსაკუთრებული შეთავაზებები მოქმედებს

თიბისის საერთაშორისო აღიარება – Global Finance-ის ნომინაციებში მოპოვებული გამარჯვება