in

ტექნოლოგიურ კონფერენციამდე “Tester’s Day 2024” 5 დღე დარჩა

8-9 სექტემბერს თბილისში, თიბისის მხარდაჭერითა და GeoSTQB-ის ორგანიზებით, საქართველოში პროგრამულ ტესტერთა საერთაშორისო დღე აღინიშნება და 2-დღიანი ღონისძიება ჩატარდება.

კონფერენციას შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი უმასპინძლებს, სადაც საქართველოსა და ევროპის წამყვანი კომპანიები და საერთაშორისო სპიკერები მიიღებენ მონაწილეობას.

წელს ტესტერთა დღე 5 წლის ხდება და, შესაბამისად, განსაკუთრებით გამორჩეულია. ღონისძიებაზე დამსწრეებს საშუალება ექნებათ, დაუკავშირდნენ პროფესიონალებს საქართველოდან და მსოფლიო მასშტაბით; დაამყარონ მნიშვნელოვანი ურთიერთობები, გააზიარონ ცოდნა და გააძლიერონ პროფესიული ქსელი.

დღის განმავლობაში იქნება რეალურ ქეისებზე ინსპირაციული საუბრები როგორც ქართველი სპიკერბისგან, ისე მსოფლიოდან, დინამიკური პანელური დისკუსიები, საინტერესო ვორკშოპები. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ QA-ს (ხარისხის უზრუნველყოფის – Quality Assurance ) ბაზრის უახლეს კვლევას, რომელიც მოიცავს ბოლო 5 წლის მიმოხილვას.

თიბისი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, უკვე მესამე წელია, მხარს უჭერს ტესტირების საერთაშორისო დღეს, რადგან თიბისისთვის მნიშვნელოვანია საქართველოში ტექკომუნის გაძლიერება და ამ მიმართულებით ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება.

რეგისტრაციისა და ბილეთების შესაძენად  გადადით ბმულზე.

[პარტნიორის კონტენტი]

 

ტელეფონის გამოყენება ტვინის კიბოს არ იწვევს! — WHO

Google-მა Android-ს 5 ახალი ფუნქცია დაამატა