in

TET Motorsport – ქართული კომპანიის შვილობილი სარბოლო გუნდი, შაკო ციხელაშვილისა და გიგა მურღულიას შემადგენლობით

29 ივლისს, წნორი-სიღნაღის გზის მონაკვეთზე, ქართველი და მეზობელი ქვეყნებიდან მოწვეული პროფესიონალი მრბოლელები ავტოსპორტის პოპულარული სახეობის დაძაბულ შეჯიბრში „აღმართის დაძლევა“ (Hill Climb), მიიღებენ მონაწილეობას. ქართული გუნდებიდან ერთ-ერთი – ტეტ-მოტორსპორტი, მრბოლელ შაკო ციხელაშვილისა და კო-პილოტ, გიგა მურღულიას შემაგდენლობიიასპარეზებს შეჯიბრში.

ტეტ მოტორსპორტი არის TET Group-ის (Transport Energy Trade) შვილობილი სარბოლო გუნდი, რომელიც 2018 წელს დაფუძნდა. გუნდი ხელს უწყობს როგორც მრბოლელების, ისე ავტოსპორტის განვითარებას ჩვენს რეგიონში.

თავის მხრივ, TET Group არის ჰოლდინგური კომპანია, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა ბიზნეს მიმართულებას. ჰოლდინგში შემავალი კომპანიების ძირითადი საქმიანობებია: საერთაშორისო გადაზიდვა, საპროექტო ლოისტიკა, ჰიდროენერგეტიკა, საავტომობილო ინდუსტრია, სამრეწველო და ინფრასტრუქტურული ინჟინერია .

ტეტ მოტორსპორტი არის პრომოუტერი კომპანია , რომელიც ხელს უწყობს მრბოლელის და ავტოსპორტის პოპულარიზაციას. ყველა მრბოლელს წარმატებისთვის სჭირდება ავტომობილის ტექნიკურად გამართულობა, რომელიც დაკავშირებულია გარკვეულ ხარჯებთან, ზუსტად ფინანსური კუთხით, გუნდს გვერდში უდგას გენერალური სპონსორი – TET GROUP და თანასპონსორი, Wissol, – ნიკი ვაშაკიძე, TET Motorsport-ის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი.

ვინაიდან, შეჯიბრი „აღმართის დაძლევა“ ითვალისწინებს რთულად დასაძლევ რელიეფს, გზის უმეტესი ნაწილი მაყურებლისთვის არ არის თვალსაჩინო, ამიტომაც, TET Motorsport-მა გადაწყვიტა, გულშემატკივრებისა და ყველა მონაწილისთვის რბოლის პროცესი გაეხალისებინა Redbull-ის, „ვაკის ხორცპროდუქტებისა“ და „ნაბეღლავის“ დახმარებით.

როგორც ნიკი ვაშაკიძემ მარკეტერთან საუბრისას აღნიშნა, სპორტის ამ სახეობის მიმართ კომპანიას მუდმივად ჰქონდა ინტერესი, თუმცა, საბოლოოდ, ეს სურვილი განახორციელეს მას შემდეგ, რაც შაკო ციხელაშვილმა დაიწყო ჰოლდინგში შემავალი ერთ-ერთი კომპანიის ბიზნესის განვითარების მენეჯერად მუშაობა.

შაკო იყო ის სხივი, ის ბიძგი, რამაც დააჩქარა ჩვენი ამ პროცესში ჩართვა, – ნიკი ვაშაკიძე.

შაკო ციხელაშვილი არის მრბოლელი, რომელიც Мitsubishi Lancer Evolution-ით მონაწილეობს საქართველოსა და კავკასიის ჩემპიონატებში აღმართის დაძლევაში. მისი მაჩვენებლი სხვადასხვა შეჯიბრზე კი, ასე გამოიყურება:

  • 2017 – ვიცე ჩემპიონი ფორმულა ალფას კლასში / ჩემპიონი გუნდურ ჩათვლაში;
  • 2016 – ჩემპიონი გუნდურ ჩათვლაში / ფორმულა ალფა;
  • 2015 – Rustavi International Challenge-ს გამარჯვებული;
  • 2014 – საქართველოს ჩემპიონი აღმართის დაძლევაში;
  • 2013 – საქართველოს ჩემპიონი წყვილთა რბოლაში, საქართველოს ვიცეჩემპიონი წრიულ რბოლაში ძარიანი ავტომობილების აბსოლუტ კლასში;
  • 2012 – საქართველოს ჩემპიონი წყვილთა რბოლაში.

ნებისმიერი განწყობა, რომელსაც შექმნის კომპანია, ავტომატურად  მუშაობს მის ცნობადობასა და იმიჯზე. „ტეტ გრუპი“ ბაზარზე პოზიციონირებს, როგორც მაღალი ხარისხისა და სტანდარტების მქონე კომპანია. ამიტომაც, ამ ახალ მიმართულებაშიც, სადაც TET Motorsport-ის სახელით, ახლახან შემოდგა ფეხი, გეგმავს, რომ კომპანიის კულტურისა და ღირებულებების შესაბამისად გააგრძელოს საქმიანობა.

29 ივლისს, აღმართის დაძლევის საავტომობილო სპორტის სახეობის შეჯიბრში მონაწილეობის მიღება შეუძლია აბსოლუტურად ყველა ტიპის სპორტულ ავტომობილს ან მოტოციკლს. სპორტის ეს სახეობა, როგორც წესი, იმართება საყოველთაო მოხმარების გზის რომელიმე ერთ, ამ შემთხვევაში, წნორი-სიღნაღის გზის მონაკვეთზე. 

პრემიალური სატრანსპორტო მომსახურება Mercedes-Benz-ის 2018 წლის მოდელებით – Bene Exclusive საქართველოში

„EchoWaves-ის წარმატებულად ჩატარებით, შევქმნით მაღალ სტანდარტს და რეგიონში მაგალითს მივცემთ სხვა მოთამაშეებსაც“