in

TeTe Noise-ის ახალი EP “Because I Can”


ირანული მუსიკალური ლეიბლი “CoolKidz”, ქართველი მუსიკოსის, სანდრო ჩინჩალაძის იგივე TeTe Noise-ის 3 ტრეკისგან შემდგარ EP-ს აქვეყნებს.

სანდრო ჩინჩალაძე ქართული ალტერნატიული მუსიკის ვეტერანია. 2000-იანი წლებიდან დაწყებული იგი სხვადასხვა ჟანრის შემსრულებელი ჯგუფის წევრი იყო. 2007 წელს გაჩა ბაქრაძესთან ერთად ჩამოაყალიბა ჯგუფი Me & My Monkey, რომელიც აღნიშნული დეკადის ერთ-ერთ წარმატებულ პროექტად გადაიქცა. 2011 წლიდან მუსიკოსი სოლო კარიერას აგრძელებს და ძირითადად ემბიენთ/Drone/საველე ჩანაწერებს ქმნის.


CES Records ნიკა მაჩაიძის ალბომებს თავიდან გამოსცემს

არაფრის კეთების ნატიფი ხელოვნება – Havas London-ის ნამუშევარი