in

Tether საქართველოს ბაზარზე CityPay.io-ში ინვესტირებით შემოდის

Tether Operations Limited (Tether), კომპანია, რომელიც ოპერირებს ბლოკჩეინით მხარდაჭერილი პლატფორმით tether.to საქართველოსა და რეგიონში გაფართოებას, ქართულ ფინტექ-სტარტაპ CityPay.io-ში ინვესტირებით იწყებს. CityPay.io კრიპტო გადახდების სისტემაა, რომელიც უკვე 600-ზე მეტ ადგილობრივ და საერთაშორისო ბიზნესს უქმნის შესაძლებლობას, მიიღონ კრიპტო გადახდები მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. მეორე მხრივ კი, კრიპტო გადამხდელებს ყოველდღიურ ცხოვრებაში კრიპტოვალუტის გამოყენების საშუალებას აძლევს ისეთი ადგილებში, როგორებიცაა სუპერმარკეტები, სასტუმროები, რესტორნები თუ სხვა.

საქართველოში კრიპტოვალუტის მიმართ ინტერესი ბოლო პერიოდში მკვეთრად იზრდება, მათ შორის კრიპტო გადახდებზე. როგორც კრიპტო-მეგობრულად აღიარებულ ქვეყანაში, საქართველოს მოსახლეობის 2.89% ფლობს კრიპტოვალუტას გარკვეული ფორმით. 2022 წლის ივლისის Forex-ის კვლევის მიხედვით კი, საქართველო მეოთხე ადგილზეა კრიპტო მიმღებლობის ინდიკატორით.

CityPay.io მომხმარებლებს კრიპტო გადახდის გამოცდილებას სთავაზობს ისეთ საერთაშორისო კომპანიებში, როგორიცაა Wendy’s, Radisson Hotels და სხვა. CityPay.io-ში ინვესტირებით, Tether საქართველოში გადახდის ინდუსტრიაში მეტი ეფექტურობისა და მოქნილობის დანერგვას ისახავს მიზნად.

Tether არის პირველი სტაბილური კრიპტოვალუტა, რომელიც ინვესტირებას ახდენს CityPay.io-ში, რაც მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ადგილობრივი გადახდების სექტორისთვის. ეს ინვესტიცია საშუალებას მისცემს CityPay.io-ს, გააფართოოს თავისი საოპერაციო მიმართულება და გააუმჯობესოს მომსახურების სტანდარტები, რაც საბოლოოდ სარგებელს მოუტანს მომხმარებლებს საქართველოსა და CIS რეგიონში.

„მოხარულები ვართ, რომ ვთანამშრომლობთ CityPay.io-სთან, რათა მეტი ინოვაცია და ეფექტიანობა შემოვიტანოთ საქართველოს გადახდის ინდუსტრიაში. Tether მზად არის, მხარი დაუჭიროს კომპანიებს, რომლებიც იზიარებენ ჩვენს ხედვას უფრო მოქნილი და ხელმისაწვდომი ფინანსური სისტემის შექმნის შესახებ. CityPay.io-ში ინვესტირება ამ მიზნის მისაღწევად გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია“, აღნიშნა პაოლო არდოინომ, Tether-ის ტექნოლოგიების მთავარმა ოფიცერმა.

„მოხარულები ვართ, რომ Tether-თან ჩვენი თანამშრომლობა შედგა. ეს ინვესტიცია საშუალებას მოგვცემს, დავაჩქაროთ კომპანიის ზრდა, რათა მეტ მომხმარებელს შევთავაზოთ ჩვენი სერვისები როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. მოუთმენლად ველით Tether-თან მჭიდრო თანამშრომლობის დაწყებას, რაც გადახდის ინდუსტრიაში ინოვაციებისა და სიახლეების დანერგვაში დაგვეხმარება“,განაცხადა ერალფ ჰატიპოღლუმ, CityPay.io-ს აღმასრულებელმა დირექტორმა. 

Tether-ის ინვესტიცია CityPay.io-ში კომპანიის საქართველოს ბაზარზე წარდგენის პირველი ნაბიჯია. Tether მზად არის, მხარი დაუჭიროს გადახდების ინდუსტრიის განვითარებას ქვეყანაში; გარდა ამისა, გამოაცხადოს სხვადასხვა ინიციატივა მომავალი პროექტების შესახებ.

Tether (USD₮)-ის შესახებ

Tether გამორჩეული, სტაბილური კრიპტოვალუტა და პიონერი კომპანიაა ფინანსური თავისუფლებისა და ინოვაციების კუთხით. 2014 წლის ოქტომბერში შექმნილი სტაბილკოინი Tether USD₮ გახდა ვაჭრობისას ყველაზე ფართოდ გამოყენებადი კრიპტოვალუტა, რითაც გადააჭარბა მისი ყველა კონკურენტის მონაცემს ერთად. თავის მხრივ, Tether არღვევს დამკვიდრებულ ფინანსურ სისტემებს და მომხმარებლებს ფულისადმი ინოვაციურ, თანამედროვე მიდგომებს სთავაზობს.

ფიატთან გათანაბრებული ციფრული ფულის შეთავაზებით, Tether-ს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ისეთი ეკოსისტემების განვითარებაში, როგორებიცაა Bitcoin, Ethereum, EOS, Kusama, Liquid, Near, Polkadot, Polygon, Tron, Tezos, და Algorand blockchains, ასევე სმარტ-კონტრაქტების პლატფორმა Avalanche.

Tether აერთიანებს ციფრული ვალუტის ისეთ შესაძლებლობებს, როგორიცაა სწრაფი გლობალური ტრანზაქციების განხორციელება სტაბილური ფასით, ტრადიციული ვალუტის მსგავსად. Tether თავისი გამჭვირვალობითა და მოქნილობით არის სწრაფი და იაფი გზა ფულადი ტრანზაქციებისთვის.

CityPay.io-ს შესახებ

CityPay.io წამყვანი კრიპტო გადახდების სისტემაა რეგიონში, რომელიც შექმნილია იმ იდეით, რომ კრიპტოვალუტა მეტად გამოყენებადი გახდეს ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაში. კომპანია წარმატებით ნერგავს და ახორციელებს გადახდის საშუალებებს ასობით კომპანიაში საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. ის ეხმარება ბიზნესს, მიიღოს კრიპტოვალუტა, როგორც გადახდის მეთოდი, გადახდის სხვადასხვა არხის გამოყენებით, როგორიცაა API ინტეგრაცია ონლაინ ბიზნესისთვის, კრიპტო POS ტერმინალები ფიზიკური ლოკაციებისთვის, ელექტრონული ფოსტით შეკვეთა და ა. შ.

CityPay.io-ს საშუალებით, გადახდის პროცესი ძალიან მარტივი და სწრაფია, რაც ნიშნავს საერთაშორისო ტრანზაქციების მიღებას რამდენიმე წამში. მას შემდეგ, რაც მომხმარებელი დაასკანერებს სისტემის მიერ ავტომატურად გენერირებულ გადახდის QR კოდს, ის დაუყოვნებლივ მიიღებს სასურველ პროდუქტსა თუ მომსახურებას გადახდის ქვითართან ერთად.

მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: USDt.CityPay.io

[R]

ჩვენი პრობლემები ყველასთვის თვალსაჩინო რომ იყოს…

საქართველოში პირველად, თორაძის საერთაშორისო ფესტივალი დაიწყო!