სახლის შეძენა ადამიანის ცხოვრებაში, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე ემოციური და გარდამტეხი მომენტია. ეს ჩვენი მომავლის სრულიად ახალი თავის გადაშლაა. სწორედ ამიტომ, დღეს წამყვანი ბრენდები ორიენტირებულები არიან, მაღალი ხარისხის დეველოპერული პროექტის შექმნასთან ერთად, სამეზობლო კულტურას, ძლიერ თემსა და ახალ ყოველდღიურ გამოცდილებებს ჩაუყარონ საფუძველი. ამ მიმდინარეობას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს „თეთრი კვადრატი“, რომლის ბოლოდროინდელი ტრანსფორმაციაც საინტერესო სიახლეებს მოიცავს. კომპანიამ საკუთარი ხედვა გააერთიანა ახალ ბრენდ-პლატფორმაში, სახელწოდებით„ახალი დასაწყისი“. ეს გახლავთ გრძელვადიანი დაპირება, რომელიც მომხმარებლისთვის ბინის გასაღების გადაცემის შემდეგ კიდევ უფრო აქტიურ ფაზაში შედის. ამ მიდგომის პირველი მასშტაბური რეალიზება კიკეთის ფერმაში გამართულ Family Day-ზე გახდა შესაძლებელი. ღონისძიებამ 450-ზე მეტი მობინადრე ერთ დიდ, მეგობრულ საზოგადოებად აქცია. როგორ გარდაიქმნა „ახალი დასაწყისის“ კონცეფცია რეალურ, ხელშესახებ გამოცდილებად? დეტალებზე „თეთრი კვადრატის“ მარკეტინგის სამსახურის უფროსი თინათინ ხაფავა გვესაუბრა.
M: რატომ გადაწყვიტეთ, რომ თქვენი მთავარი მოტო „ახალი დასაწყისი“ და სამეზობლო გამოცდილება გამხდარიყო? როგორ ითარგმნება ეს სიახლე რეალურ გამოცდილებაში?
ბინის შეძენა ადამიანის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. ეს ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებაა. სწორედ ამ იდეამ დაგვანახა, რომ ჩვენი ბრენდის მთავარი გზავნილი „ახალი დასაწყისი“ უნდა გამხდარიყო. წლების განმავლობაში ვქმნიდით პროექტებს, სადაც ადამიანებს საცხოვრებელ სივრცესთან ერთად ხვდებათ ისეთი გარემოც, რომელიც მათ ყოველდღიურ ცხოვრებას ამარტივებს და უფრო კომფორტულს ხდის. სწორედ ამიტომ, ჩვენი პროექტები აერთიანებს რეკრეაციულ სივრცეებს, სპორტულ ინფრასტრუქტურას, საბავშვო ბაღს, სკოლასა და სხვა სერვისებს, რომლებიც ადამიანებს ერთმანეთთან აკავშირებს. „ახალი დასაწყისი“ ამ ყველაფრის ბუნებრივი გაგრძელებაა. ეს არის დაპირება, რომ „თეთრი კვადრატი“ მომხმარებელს არა მხოლოდ ბინას, არამედ ახალ გამოცდილებას, ახალ ურთიერთობებსა და ადამიანებზე ორიენტირებულ გარემოს სთავაზობს.
M: მოგვიყევით Family Day-ის შესახებ – როგორ აქცევთ ასეთ ინიციატივებს გრძელვადიან ურთიერთობებად, რომლებიც მობინადრეების ყოველდღიურ ცხოვრებაში რეალურად რჩება?
Family Day სწორედ ამ კონცეფციის მნიშვნელოვანი გამოხატულება იყო. გვინდოდა, სხვადასხვა პროექტის მობინადრეებს ერთმანეთი არაფორმალურ გარემოში გაეცნოთ და საერთო გამოცდილება შეექმნათ. კიკეთის ფერმაში 450-ზე მეტ მობინადრესა და მათ ოჯახებს ვუმასპინძლეთ. მთელი დღის განმავლობაში, გაიმართა როგორც საბავშვო, ისე გასართობი და მუსიკალური აქტივობები, თუმცა ამ დღის მთავარი ღირებულება ადამიანების ერთმანეთთან დაახლოება იყო. ჩვენთვის მსგავსი ღონისძიებები ერთჯერადი აქტივობა არ არის, პირიქით, ეს გრძელვადიანი ურთიერთობის ნაწილია. გვინდა, რომ ჩვენს პროექტებში ადამიანები სიამოვნებას იღებდნენ ერთმანეთთან ურთიერთობით, კომუნიკაციითა თუ მხარდაჭერით.

M: როგორია ამ დროისთვის „თეთრი კვადრატის“ მიერ მიღწეული შედეგები და როგორ შეცვლის ეს ცვლილებები ბრენდის პოზიციონირებას?
დღეს „თეთრი კვადრატის“ პორტფელში 15 პროექტია, რომელთაგან 4 უკვე დასრულებულია და იქ მობინადრეები უკვე ცხოვრობენ. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ შევქმენით რამდენიმე აქტიური საცხოვრებელი საზოგადოება, სადაც ადამიანები ყოველდღიურ ცხოვრებას ჩვენ მიერ შექმნილ გარემოში აგრძელებენ. რებრენდინგი ამ განვითარების ბუნებრივი ეტაპია. ის ვიზუალურ ცვლილებაზე ბევრად მეტს ნიშნავს – უკეთ გამოხატავს იმას, რასაც კომპანია რეალურად უკვე წლებია აკეთებს. გვინდა, „თეთრი კვადრატი“ აღიქმებოდეს არა მხოლოდ დეველოპერად, არამედ ბრენდად, რომელიც ადამიანებისთვის ცხოვრების მაღალ ხარისხს, კომფორტულ გარემოსა და ძლიერ სამეზობლო კულტურას ქმნის.

M: როგორ გრძელდება მობინადრესთან ურთიერთობა, როგორ იქმნება მისი გამოცდილება ბინის შეძენის შემდეგ?
ჩვენთვის ურთიერთობა ბინის გაყიდვით არ სრულდება. პირიქით, სწორედ აქ იწყება ახალი ეტაპი. მობინადრის გამოცდილებას ქმნის როგორც პროექტის ინფრასტრუქტურა, ისე ის აქტივობები და ინიციატივები, რომლბიც ადამიანებს ერთმანეთთან აკავშირებს. სწორედ ამიტომ, ვგეგმავთ სხვადასხვა ფორმატის ღონისძიებებსა და აქტივობებს, რომლებიც მობინადრეების ჩართულობასა და ერთმანეთთან ურთიერთობას კიდევ უფრო გააძლიერებს. ჩვენ გვინდა, ადამიანებმა საკუთარ საცხოვრებელ გარემოში თავი ძლიერი საზოგადოების წევრებად იგრძნონ.

M: როგორ მოერგო „თეთრი კვადრატის“ გუნდური გარემო „ახალი დასაწყისის“ კომპანიის ბრენდ-პლატფორმად ქცევას?
ბრენდის ტრანსფორმაცია არასოდეს არის მხოლოდ ვიზუალური იდენტობის შეცვლა. „ახალი დასაწყისი“, პირველ რიგში, ჩვენი გუნდისთვის გახდა ახალი ხედვა, რომელიც ყოველდღიურ საქმიანობაში უნდა აისახოს. რებრენდინგის პროცესში განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ იმას, რომ თითოეულ თანამშრომელს კარგად გაეაზრებინა, თუ რას ნიშნავს ეს ბრენდ-პლატფორმა და როგორ უნდა აისახოს ის მომხმრებელთან ურთიერთობაში. როდესაც ყველა ერთსა და იმავე ღირებულებებს იზიარებს, ბრენდი ბუნებრივად ცოცხლდება როგორც შიგნით, ისე გარეთ.

M: როგორ გეგმავთ ამ სიახლეების დანერგვას გრძელვადიან პერსპექტივაში და როგორია მოლოდინი შედეგებთან დაკავშირებით?
„ახალი დასაწყისი“ არის გრძელვადიანი სტრატეგია, რომელიც ეტაპობრივად აისახება როგორც ჩვენს პროექტებში, ისე მობინადრეებთან ურთიერთობის ყველა ეტაპზე. გვსურს, მომავალშიც განვაგრძოთ ისეთი ინიციატივების განხორციელება, რომლებიც აძლიერებს სამეზობლო კულტურას და ადამიანებს ერთმანეთთან აკავშირებს. გვჯერა, რომ სწორედ ასეთი გამოცდილება ქმნის ძლიერ ბრენდს და განაპირობებს გრძელვადიან ნდობას. ჩვენი მიზანია, „თეთრი კვადრატი“ მომხმარებლისთვის იყოს არა მხოლოდ ადგილი, სადაც ის ცხოვრობს, არამედ საზოგადოება, რომლის ნაწილად ყოფნაც მისთვის ნამდვილად ღირებულია.

[R]















