in

„ქათქათი” – თეთრეულისა და ტექსტილის სამრეცხაო ევროპული სტანდარტებით

ბაზარზე არსებული გამოწვევების კვლევის შემდეგ ცოლ-ქმარმა, რეზო სურგულაძემ და ნათია ცხვედაძემ გადაწყვიტეს, გაეხსნათ თეთრეულისა და ტექსტილის სამრეცხაო „ქათქათი“, რომელიც სასტუმროებს, სპაცენტრებსა და სპორტდარბაზების უწევს მომსახურებას და გამორჩეულია მომსახურების მაღალი ხარისხით.

როგორ გაჩნდა ქათქათი? – ამ და სხვა კითხვებს თავად დამფუძნებლები პასუხობენ:

სანამ ამ ბიზნესს დავიწყებდით, ჩვენც არ გვქონდა წარმოდგენა, რომ სასტუმროები თეთრეულს თავად არ რეცხავენ.
მეგობრების შეკრებაზე მოვისმინეთ ერთ-ერთი სასტუმროს მფლობელის უკმაყოფილება თეთრეულის სამრეცხაოების მიმართ. გადავწყვიტეთ, ბიზნესის გამოწვევები მიგვეღო და გაგვეხსნა სამრეცხაო, რომელიც მაღალხარისხიანი სერვისითა და მომსახურებით იქნებოდა წამყვანი ამ სფეროში.

ქათქათი სრულიად მორგებულია ევროპულ სტანდარტებს, საწარმო აღჭურვილია უახლესი და ენერგოეფექტური დანადგარებით, რაც გახდა მიზეზი EBRD-ის დაფინანსების მიღებისთვის.

რას გულისხმობს თეთრეულის სამრეცხაო სერვისი?

წარმოიდგინეთ, სახლში თქვენი სარეცხი მანქანა 7-დან 12 კილომდე თეთრეულს იტევს, თეთრეულის სამრეცხაოში კი 28, 50, 60 და 120-კილოიანი სარეცხი და საშრობი მანქანები მუშაობს. ასევე, ტექნიკური (პრესის) უთო, რომელიც თეთრეულს აუთოებს ნაკეცების გარეშე. ამის შემდეგ ხდება თეთრეულის დაკეცვა, დახარისხება და შეფუთვა.
ეს არის სერვისი, სადაც ძალიან დიდი რაოდენობით თეთრეულს ვაქათქათებთ და ვამზადებთ ხელახლა გამოსაყენებლად.

ვინ არიან ქათქათის კლიენტები?

საშუალო და პატარა სასტუმროები, სპაცენტრები და სპორტდარბაზები. ისინი, ვისთვისაც მაღალხარისხიანი მომსახურება პრიორიტეტულია. ამ ეტაპზე 17 სასტუმროს ვემსახურებით.

რა პრობლემები ექმნებათ სასტუმროებს თეთრეულის სამრეცხაოებთან და როგორ უმკლავდება ქათქათი ამ გამოწვევებს?

ბიზნესში გარკვევა სასტუმროებთან გასაუბრებით დავიწყეთ, რათა გაგვეგო, რა პრობლემებს აწყდებოდნენ. მათთვის ყველაზე მტკივნეული დაგვიანებული მიწოდება იყო, არასწორი რეცხვისგან გამოწვეული ამოუსვლელი ლაქები და ფერის ცვლილება, ხშირი დაზიანება/დახევა, თმები, დაკარგული და არეული თეთრეული.

სწორედ ეს იყო ჩვენი ბიზნესის აწყობის მთავარი მიზანი – მაღალი ხარისხი და სწრაფი მიწოდების სერვისი.

ყველაზე მნიშვნელოვანი ხარისხიანი დანადგარები იყო, მიუხედავად ფასში საკმაოდ დიდი სხვაობისა, ჩამოვიტანეთ წამყვანი, ჩეხური ბრენდის აპარატურა, რომელიც 1973 წლიდან გამოირჩევა საიმედოობით, ხარისხითა და ეფექტურობით.  

სარეცხი, საშრობი და საუთოებელი დანადგარების ინოვაციური „ჭკვიანი” მოდელები უზრუნველყოფს ტექსტილის მაქსიმალურ სისუფთავეს – ხარისხის სრული დაცვით.

ამ ეტაპზე ვიყენებთ ფრანგული ბრენდის 5-კომპონენტიან ხსნარებს, ამოგვყავს ლაქების 99% და ვიღებთ იდეალურ „ქათქათა“ თეთრ ფერს. არასწორი რეცხვისგან განაცრისფრებულ თეთრეულსაც კი ვაქათქათებთ და ვაახლებთ.

ქლორი იდეალურია ლაქების დასამუშავებლად, თუმცა მისი არასწორი და ხშირი გამოყენება ძალიან აზიანებს ქსოვილს, უცვლის ფერს და წვავს, მისი გამოყენება ჩვენს სამრეცხაოში მინიმალურამდეა დაყვანილი.

ზემოთ ჩამოთვლილი ყველა დეტალი გათვლილია იმისთვის, რომ თეთრეულის ქსოვილი არ დაზიანდეს, არ იცვალოს ფერი და არ დაიხეს.

საწარმოს დატვირთვას ვზრდით ეტაპობრივად, რათა თავიდან ავირიდოთ სერვისის შეფერხება, მიწოდების დაგვიანება და შევინარჩუნოთ მაღალი ხარისხი.


როგორია ქათქათის გუნდი?

ხარისხის მისაღებად მხოლოდ მაღალხარისხიანი ტექნიკა არ არის საკმარისი, რადგან ამ საქმეში  ადამიანის ჩართულობა დიდია. ძალიან გაგვიჭირდა და თითქმის ერთი წელი დაგვჭირდა იმისათვის, რომ შეგვერჩია გუნდის წევრები და დღეს ამაყად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საუკეთესო თანამშრომლები გვყავს.

პროცესში მუდმივად ჩართულები ვართ, ხშირად ვანაცვლებთ თანამშრომლებს და ჩვენ ვმუშაობთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამ დროს ვხვდებით, რისი გაუმჯობესებაა შესაძლებელი და რა არის ამისთვის საჭირო.


როგორია ქათქათის განვითარების გეგმა?

დღეის მონაცემებით, შეგვიძლია 400 ნომრის დამატება, მომავალი კი ქიმწმენდის დამატებაა, თუმცა, როგორც თეთრეულის კუთხით, აქაც გვინდა რომ საუკეთესონი ვიყოთ. ქიმწმენდა საკმაოდ სპეციფიკური საქმეა და ჯერ სწავლის პროცესში ვართ.

დაბოლოს, გვასწავლეთ, როგორ ამოვიყვანოთ სისხლი ქსოვილიდან?

ძალიან მარტივია – ცივი წყალი! სისხლის საუკეთესო დამშლელი ცივი წყალია.

გამდინარე წყალში რამდენიმე წუთით სისხლიანი ტექსტილის მოთავსება შეიძლება საკმარისიც კი იყოს ლაქის სრულად ამოყვანისთვის.

თუ სისხლი ბევრია, დატოვეთ ცივ წყალში რამდენიმე საათით, შემდეგ გარეცხეთ 72%-იანი სარეცხი საპნით.

გაითვალისწინეთ, მთავარია სისხლიან ლაქას არ მიეკაროს ცხელი წყალი, რადგან ის ადედებს სისხლს და გაამყარებს მას ტექსტილში, ჩამჯდარი ლაქის მოშორება კი საკმაოდ რთულია.

[პარტნიორის კონტენტი]

IT აკადემია STEP-ის მხარდაჭერით თბილისში Women in AI სამიტი ჩატარდა

ექსტრა ყველაზე დიდი ციფრული მარკეტფლეისია საქართველოში – რას ნიშნავს ეს?