ყველამ კარგად იცის, რომ ალისა საოცრებათა ქვეყანაში არა ჩვეულებრივი ზღაპარი, არამედ ფანტაზიის და წარმოსახვის ბრწყინვალე პროდუქტია. ყველამ, მათ შორის, ტურისტულმა კომპანია Tjäreborg–მაც. ამ უკანასკნელმა ნაწარმოების მნიშვნელოვანი მონაკვეთები თავის ახალ სარეკლამო ვიდეორგოლს ოსტატურად მოარგო და მომხმარებელს საკმაოდ შთამბეჭდავი სანახაობა შესთავაზა. სამსახურისგან გადაღლილი ახალგაზრდა ქალბატონი მოულოდნელად კურდღელს ხედავს, რომელსაც სწორედ იმ კარებთან მიყავს, საიდანაც იწყება საოცრება. ამ შემთხვევაში კი ეს მშვიდი, მზიანი სანაპირო ზოლი და გამაგრილებელი სასმელია, მოკლედ რომ ვთქვათ, ეს ნანატრი შვებულებაა, რომელზეც Tjäreborg დიდი სიამოვნებით იზრუნებს.
ნაკლებსავარაუდოა, სამსახურში თეთრ კურდღელს ან ჯადოსნურ კარს წააწყდეთ, მაგრამ უამისოდაც აშკარაა ხოლმე, როდის არის დასვენება საჭირო.












