in

თეთრი კვადრატი Spotlight 2022-ის მხარდამჭერია!

დღე, რომელსაც დიდხანს ველოდით, ახლოვდება. Spotlight დიდ სცენას სადღესასწაულო განწყობით უბრუნდება! 27 ნოემბერს, 700 სტუმარი თბილისში, პულმან აქსის თაუერსში შეიკრიბება და მარკეტინგის თავგადასავალში გადაეშვება. მთელი დღის მანძილზე იქნება მასტერკლასები, ვორქშოფები, ტრენინგები… მსმენელების წინაშე 30 სპიკერი წარდგება და საკუთარ გამოცდილებას გააზიარებს. წლევანდელი Spotlight-ის მთავარი გზავნილია „ცდა“, რითაც ღონისძიება ყოველთვის ახლის ცდისკენ მოგვიწოდებს. Spotlight 2022-ის მეგობრებს შორისაა „თეთრი კვადრატი“. ღონისძიების მხარდაჭერის შესახებ, „თეთრი კვადრატის“ აღმასრულებელი დირექტორი შორენა დარჩიაშვილი გვესაუბრა.

M: თქვენი შეფასებით, რა მნიშვნელობა აქვს სფოთლაითს ქართული მარკეტინგის სამყაროში?

აქ ისმენ არაერთ საინტერესო და შთამაგონებელ ისტორიას. სფოთლაითზე იქმნება გარემო, სადაც მოტივაციითა და ახალი იდეებით ივსები. გაქვს საინტერესო სიახლეებისა და ადამიანების გაცნობის, კონტაქტების გაძლიერების შესაძლებლობა. ეს ღონისძიება თანაბრად მნიშვნელოვანია, როგორც ამ სფეროში დამწყებთათვის, ასევე, უკვე გამოცდილი პროფესიონალებისათვის. ყოველ წელს, სფოთლაითის განსაკუთრებული სპიკერები მრავალფეროვან ინსპირაციებს გვაძლევენ და საკუთარ საინტერესო მიგნებებსა და არაორდინალურ იდეებს გვიზიარებენ.

M: თქვენთვის რითაა საინტერესო და მნიშვნელოვანი სფოთლაითის მხარდაჭერა?

ესაა ხარისხიანი და კარგად ორგანიზებული პროექტი, რაც სპიკერების არჩევანშიც იგრძნობა.  ორგანიზებაში პროფესიონალი გუნდის ხელწერაც თვალნათელია. ყოველწლიურად, ასობით ადამიანი ელოდება სფოთლაითს, რასაც ადასტურებს ის ფაქტი, რომ უმოკლეს დროში, ბილეთები სრულიად ამოყიდულია. რასაც აქ ეზიარები, ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ გადადგმული ნაბიჯია, თითქოს უკეთესი ადამიანი ხდები და სრულიად სხვა მხრიდან განახებს ყველაფერს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ხელი შევუწყოთ ადამიანების თვითგანვითარებასა და რეალიზებას, სფოთლაითი კი არის პროექტი რომელიც ეხმარება ადამიანებს თავისი შესაძლებლობების აღმოჩენაში.

 

ღონისძიების წარმდგენია: საქართველოს ბანკი.
პარტნიორი: eTeam.
მხარდამჭერები: TON, Alliance Group, m², ბორჯომი, WOLT, თეთრი კვადრატი, Gulf, GPC, Maxtherm, Skoda, Kenari, Adwise, EKIMO, ლურჯი ოკეანე, ალდაგი, AccountAnts.

მთვარისკენ მიმავალი იაპონური სატელიტი მწყობრიდან გამოვიდა

Skoda Scala-ს მოკლე მიმოხილვა და მიზეზები, თუ რატომ მოსწონთ ის ავტომოყვარულებს