in

როგორ აფასებს „თეთრი კვადრატი“ სფოთლაითის მხარდაჭერას

სფოთლაითის ისტორია 10 წლის წინ დაიწყო, როდესაც ღონისძიებამ პირველად მოუყარა თავი ასეულობით მარკეტერს და შექმნა დღე, რომელიც არავის დაავიწყდება. სულ მალე, სფოთლაითის საიუბილეო, მე-10 ღონისძიება 23-24 დეკემბერს ჩატარდება და ამჯერად, განსხვავებულ ფორმატში, ორი დღის განმავლობაში უმასპინძლებს სტუმრებს. წლების მანძილზე, სფოთლაითი წლის მთავარი მარკეტინგულ დღესასწაულად იქცა. ესაა ადგილი, რომელიც თავს უყრის ინდუსტრიის ასობით წარმომადგენელს და ერთმანეთში ცოდნისა თუ გამოცდილების გაზიარების საშუალებას აძლევს. ღონისძიების მხარდამჭერია „თეთრი კვადრატი“. „სფოთლაითთან“ მეგობრობაზე „თეთრი კვადრატის“ მარკეტინგის ხელმძღვანელი თამთა მეძმარიშვილი გვესაუბრა.

M: როგორც მხარდამჭერს, რა ღირებულებები გაერთიანებთ Spotlight-თან? რატომაა თქვენთვის მნიშვნელოვანი მისი მხარდაჭერა?

ბოლო 10 წელია, ქართულ მარკეტინგულ სივრცეში, სფოთლაითი წლის მთავარი ღონისძიებაა. ეს შეხვედრები ბევრი ადამიანისთვის ინსპირაციის, ახალი იდეების, შთაგონების და ცხოვრების თეთრი ფურცლიდან დაწყების ათვლის წერტილი გახდა. ჩვენთვის, „თეთრი კვადრატის“ გუნდისთვის, დიდი პატივია წელსაც ვიყოთ წლის მთავარი მარკეტინგული ღონისძიების მხარდამჭერები.

M: ღონისძიების წლევანდელი თემიდან გამომდინარე, თქვენი შეფასებით, როგორია Spotlight-ის „მემკვიდრეობა“?

როცა ეძებ მოტივაციას, იწყებ რაღაც ახალს, სფოთლაითი არის ზუსტად ის ადგილი, სადაც უნდა მიხვიდე, მოისმინო და გაიზიარო წლობით ნაგროვები ის გამოცდილება, რასაც სფიქერები აზიარებენ ღონისძიების ფარგლებში, ეს არის ყველაზე ღირებული მემკვიდრეობა, რომელსაც სფოთლაითი ტოვებს ამ 10 წლის განმავლობაში.

M: წლევანდელი ღონისძიება განსხვავებულია – საიუბილეოა და ამავდროულად, ორი დღის განმავლობაში გასტანს. როგორია მოლოდინები წლევანდელ სფოთლაითთან დაკავშირებით?

სფოთლაითმა, ამ წლების განმავლობაში ისეთ გამოცდილებას გვაზიარა, რომ ძალიან მაღალ დონეზე აწია ზოგადად ღონისძიებების თამასა. ვფიქრობთ, რომ წლევანდელი, საიუბილეო ღონისძიება იქნება კიდევ უფრო გამორჩეული და განსხვავებული. ჩვენც გამორჩეულად ველოდებით წლევანდელ შეხვედრას, როგორც რაღაც ახლისა და შეუცნობელის აღმოჩენას. 

იმედი გვაქვს, წლევანდელი ღონისძიება კიდევ უფრო მეტ ადამიანს აღმოაჩენინებს საკუთარ თავს, საკუთარ სურვილებს და დაეხმარება მათ ცხოვრების ახალი, თეთრი ფურცლიდან დაწყებაში.

ღონისძიების წარმდგენია: საქართველოს ბანკი

ღონისძიების ოფიციალური ავტომობილი: Porsche

ვერცხლის სპონსორი: McDonald’s, Elit ElectronicsLutecia, Extra.ge

მხარდამჭერები: Delonghi, ლურჯი ოკეანე, Aldagi, It Academy STEP, Aversi, m2, Midea, Gulf, Cryptal, თეთრი კვადრატი, Fitpass, ბორჯომი, ზარაფხანა, მაქსთერმი, Wolt, Kärcher, FlowMaster.online, CityPay.io

არ გამოგრჩეს არცერთი სიახლე ღონისძიებასთან დაკავშირებით, გამოიწერე Spotlight-ის ოფიციალური Facebook გვერდი.

როგორია „მინიმალისტური“ ლიდერობის დიდი სარგებელი?

[მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება] „დაცლილი სოფლის გაცოცხლება და გაციფრულება გადავწყვიტეთ“ – ლილი ფულარიანი