in

მარკეტინგის დეპარტამენტის ახალი ხელმძღვანელი და სამომავლო გეგმები „თეთრ კვადრატში”

დეველოპერული კომპანიათეთრი კვადრატი“ 2025 წელს მნიშვნელოვანი და პოზიტიური ცვლილებებით ასრულებს. რამდენიმე თვის წინ კომპანიის მენეჯმენტი განახლდა, ამ ეტაპზე კი მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიცია თინათინ ხაფავამ დაიკავა. მარკეტინგის ახალი ხელმძღვანელი კომპანიის სამომავლო განვითარებას თანამედროვე ხედვით და სტრატეგიული მიდგომით უყურებს, რაც ბრენდის გაძლიერებასა და ახალი შესაძლებლობების შექმნას შეუწყობს ხელს.

თინათინ ხაფავას მარკეტინგის სფეროში უკვე წლებია იცნობენ. ის საქართველოს ბაზარზე მოქმედი არაერთი წარმატებული კომპანიის მარკეტინგის გუნდში მუშაობდა, პარალელურად კი სალექტორო საქმიანობასაც ეწეოდა. „თეთრ კვადრატსთინა ერთ წელზე მეტია შეუერთდა, ცოტა ხნის წინ კი კომპანიის მენეჯმენტმა გადაწყვიტა, რომ სწორედ ის ჩაუდგებოდა სათავეში ბრენდის განვითარების პროცესს.

სიახლესთან დაკავშირებით გადავწყვიტეთ, თინასთან გაგვესაუბრა:

M: თინა, როგორ გადაწყდა მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტზე თქვენი დანიშვნა და რას ნიშნავს თქვენთვის ახალი პოზიცია?

ჩემთვის ეს ახალი როლი ძალიან მნიშვნელოვანია. დაახლოებით წელიწადნახევარია, რაცთეთრი კვადრატის” გუნდს საკონსულტაციო მიმართულებით შევუერთდი და ჩემი მიმართულება თავიდან უცხოურ ბაზარს მოიცავდა, თუმცა შემდეგ მივიღე შემოთავაზება, რომ გავმხდარიყავი მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ეს გამოწვევა ძალიან საპასუხისმგებლოა ჩემთვის და იმედი მაქვს, რომ კომპანიის  გუნდთან  ერთად ბრენდის ახალ სიცოცხლეს შევქმნი.

პირველი პროექტი, რომელიც გუნდთან ერთად გავაკეთეთ, იყოწითელ ბაღშისაახალწლო სოფლის მოწყობა, რომლის ფარგლებში, ასევე, საშუალება მივეცით მცირე მეწარმეებს, ჩვენს მიერ მოწყობილ პარკში თავიანთი პროდუქტი გაეყიდათ. 31 დეკემბრამდე უამრავი აქტივობით გვაქვს დატვირთული კალენდარი და  ნებისმიერ მსურველს შეუძლია მისვლა. თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია, 2026 წლიდან უამრავი სიახლე იგეგმება და გვიხარია, რომ 2025- პოზიტიურ ნოტზე ვასრულებთ.

M: რა არის ის პირველი ნაბიჯები, რაც თქვენი ამ პოზიციაზე მოსვლის შემდეგ უკვე დაიგეგმა და როგორ ემთხვევა თქვენი და თეთრი კვადრატის ხედვები ერთმანეთს?

ყველა სიახლეს ეტაპობრივად დავაანონსებთ, თუმცა ერთი, რაც შემიძლია აღვნიშნო, არის რებრენდინგი და ახალი სტრატეგიული ხედვა. აუცილებლად გვექნება განახლებული ვიზუალური იდენტობა, კომუნიკაცია. მარკეტინგულად ბრენდი დიდი ცვლილებების პროცესშია, გვაქვს უამრავი იდეა, რომლებზეც უკვე ვმუშაობთ. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ სიახლეების ერა იწყებათეთრ კვადრატშიდა მოხარული ვარ, რომ მეც ვიქნები ამ პროცესის ნაწილი.

[R]

საახალწლო საჩუქარი კურიერს – „ბიგ სემმა” მას ახალი სკუტერი აჩუქა

GT Motors 2025: მარკეტინგული სტრატეგია, შედეგები და გამოცდილება