14 ივნისს სასტუმრო „ტელეგრაფში“ საიუბილეო Spotlight X გაიმართება – დღე, რომელიც მთელ ქართულ ბიზნეს- და ტექ-საზოგადოებას კიდევ ერთხელ გააერთიანებს. Marketer.ge-ის ამ მასშტაბური პროექტის ისტორია 2013 წლიდან იღებს სათავეს და ამ ხნის განმავლობაში სფეროს თავშეყრის ტრადიციულ სივრცედ იქცა. ეს არის სცენა, სადაც ადამიანები საუბრობენ წარმატებაზეც, შეცდომებზეც და გამოწვევებზეც. საინტერესო სპიკერები, ვორქშოპები და ნეთვორქინგი – ღონისძიების დინამიკური ფორმატი ასეულობით სტუმარს უმასპინძლებს. „სფოთლაითის“ მეგობრებს შორის კვლავაც არის „თეთრი კვადრატი“. ღონისძიების მხარდაჭერაზე კომპანიის მარკეტინგის სამსახურის უფროსი თინათინ ხაფავა გვესაუბრება.
M: „სფოთლაითთან“ ხანგრძლივი მეგობრობა გაკავშირებთ, თქვენი შეფასებით, რას ცვლის ის ქართული ბიზნესისა და ტექნოლოგიების ეკოსისტემისთვის?
დღეს, როცა ყველაფერი ძალიან სწრაფად იცვლება, ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანებს შორის რეალური კავშირების შექმნაა. ვფიქრობ, სწორედ ამას აკეთებს „სფოთლაითი“ – აერთიანებს ადამიანებს, იდეებსა და გამოცდილებებს ერთ სივრცეში.
ქართული ბიზნესისა და ტექნოლოგიების ეკოსისტემისთვის მსგავსი ღონისძიებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ქმნის გარემოს, სადაც ადამიანები წარმატების გარდაი, ისაუბრებენ განვლილ გზაზეც – შეცდომებზე, გამოწვევებზე, ბალანსსა და საკუთარ თავთან ურთიერთობაზე. ხშირად სწორედ ასეთ სივრცეებში იბადება ახალი კოლაბორაციები, პარტნიორობები და, ზოგჯერ, სრულიად ახალი მიმართულებებიც.
ჩემი აზრით, „სფოთლაითი“ არის პლატფორმა, რომელიც ახალ თაობას აჩვენებს, რომ კარიერა მხოლოდ პროფესიული მიღწევები არ არის. მნიშვნელოვანია ისიც, თუ როგორ ცხოვრობ, რას ქმნი და როგორ ინარჩუნებ საკუთარ თავს ამ პროცესში.
M: თქვენთვის რატომ არის კვლავაც მნიშვნელოვანი „სფოთლაითის“ მხარდაჭერა?
ის ძალიან ახლოს არის იმ ღირებულებებთან, რომლებიც მნიშვნელოვნად მიმაჩნია – ადამიანების შთაგონება, გამოცდილების გაზიარება და რეალური ისტორიების მოყოლა.
მგონია, რომ დღეს განსაკუთრებით გვჭირდება სივრცეები, სადაც ადამიანები გულწრფელად საუბრობენ იმაზეც, თუ რა დგას წარმატების უკან – ჰობები, ემოციები, გადაღლა, ბალანსის ძიება და საკუთარი თავის პოვნა.
„სფოთლაითი“ სწორედ ამ გულწრფელობას ინარჩუნებს და ალბათ ამიტომაც აქვს ასეთი ძლიერი კავშირი აუდიტორიასთან. ჩემთვის ამ პლატფორმის მხარდაჭერა ნიშნავს იმ იდეის მხარდაჭერას, რომ ცხოვრება მხოლოდ სამუშაო არ არის.
M: გვიამბეთ იმ მთავარ ღირებულებებზე, რაც ღონისძიებასთან და მის სტუმრებთან გაერთიანებთ…
ყველაზე მეტად განვითარებაზე ორიენტირებული აზროვნება გვაერთიანებს – სურვილი, რომ მუდმივად იზრდებოდე როგორც პროფესიულად, ისე პიროვნულად.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ავთენტურობა. მგონია, რომ თანამედროვე სამყაროში ადამიანები ყველაზე მეტად ნამდვილ ისტორიებს ეძებენ. „სფოთლაითის“ სტუმრებიც სწორედ ამით არიან საინტერესოები – თითოეულს თავისი უნიკალური გამოცდილება და გზა აქვს.
და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ – ბალანსი. კარიერა, ამბიცია და წარმატება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ საბოლოოდ ყველაზე დიდ მნიშვნელობას მაინც ის იძენს, თუ რამდენად ბედნიერი ხარ იმ ცხოვრებით, რომელსაც ქმნი.
M: როგორია მოლოდინი 14 ივნისის „სფოთლაითთან“ დაკავშირებით?
ვფიქრობ, ეს იქნება დღე, სადაც ადამიანები საკუთარ თავს ბევრ ისტორიაში ამოიცნობენ. მოლოდინი მაქვს ძალიან ცოცხალი, ენერგიული და შთამაგონებელი გარემოსი – ახალი იდეებით, საინტერესო ადამიანებითა და იმ საუბრებით, რომლებიც ღონისძიების დასრულების შემდეგაც დიდხანს გრჩება.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია ვებგვერდზე: biletebi.ge. საქართველოს ბანკის ნებისმიერი Visa ბარათებით შეძენისას იმოქმედებს 15%-იანი ფასდაკლება.
კორპორაციული შესყიდვებისთვის დაუკავშირდით ელფოსტაზე: [email protected] – მიუთითეთ თქვენი კომპანიის რეკვიზიტები და სასურველი ბილეთების რაოდენობა.
ღონისძიების მასპინძელია The Telegraph Hotel
Spotlight X-ის წარმდგენია საქართველოს ბანკი
გენერალური პარტნიორი: Betsson
პლატინის სპონსორები: Visa, Tegeta
ოქროს სპონსორები: Smartsoft, თეთრი კვადრატი
პარტნიორები: Coinmania, Aversi, Upgaming, Self.HR, Jacobs, Silknet, BDO Digital, Redbull, საქართველოს უნივერსიტეტი, Silk Rewards, Signall.ge, National Geographic, Render Group, Ton, biletebi.ge, METI Protein Bar












