დეველოპერულმა კომპანიამ „თეთრი კვადრატი” ალ. ყაზბეგის #29/22-ში, გაყიდვების ახალი სივრცე გახსნა. პლატფორმაზე მუშაობისას მთავარი გამოწვევა იყო გაჯერებული დეველოპერული ბაზრიდან სათანადო დიფერენცირების წერტილის მოძებნა. მის ვიზუალურ იდენტობაში უნდა გამოსახულიყო ბრენდის სილაღე და სიმარტივე, ასევე მრავალფეროვნება და ბინის ყიდვის შემდეგ, ახალ ცხოვრებაზე გადაწყობის მრავალფეროვანი თავგადასავალი.
სწორედ ეს მრავალფეროვნება და ფერადოვნებაა გადმოტანილი ახალი გაყიდვების სივრცის დიზაინში. ინტერიერის დიზაინი თეთრი კვადრატის ბრენდის პლატფორმის და ვიზუალური იდენტობის მიხედვითაა გაკეთებული.
ამ სივრცეში მოსულ სტუმრებს და „თეთრი კვადრატის“ მომავალ მობინადრეებს საქმიანთან ერთად მყუდრო და თბილი გარემო ხვდებათ. ახალი სივრცის ინტერიერის დიზაინზე თეთრი კვადრატის დიზაინ მენეჯერმა, თამთა ანდღულაძემ იმუშავა და მისთვის, როგორც თეთრი კვადრატის თანამშრომლისთვის, ძალიან ორგანული, ცნობილი და მშობლიურია ის კონცეფცია და პლატფორმა, რაც თეთრი კვადრატის ბრენდის უკან დგას.
„როცა გაყიდვების ახალი სივრცის ინტერიერზე ფიქრი დავიწყეთ, პირველ რიგში, ჩვენი კომპანიის ბრენდის სახელმძღვანელოდან ავიღეთ ინსპირაცია, რათა ოფისი კავშირში ყოფილიყო ჩვენს ბრენდთან. საბედნიეროდ, ვიზუალური აიდენტიკა საკმაოდ საინტერესო და მრავალფეროვანი იდეების განხორციელების საშუალებას იძლევა.
მთავარი იდეა, რაზეც მთელი კონცეფციაა აწყობილი – არის საოფისე და სახლური გარემოს ერთგვარი ბალანსი. სიტყვა „სახლი” ჩვენთვის, როგორც დეველოპერული კომპანიისთვის, ყველაზე მნიშვნელოვან დატვირთვას ატარებს. ამდენად, ვეცადეთ, ეს სიტყვა ჩვენს სამუშაო სივრცეში გადმოგვეტანა“, – ამბობს თამთა ანდღულაძე, თეთრი კვადრატის დიზაინ მენეჯერი.
მნიშვნელოვანია, რომ სამომავლოდ, თეთრი კვადრატის მობინადრეებისთვის ბინის გეგმარებებისა და ინტერიერის დიზაინის შემუშავების პროცესში დიზაინ მენეჯერების სწორედ ეს გუნდი იქნება ჩართული.
ფერების საშუალებით გაყიდვების ოფისში სივრცე რამდენიმე ზონად არის დაყოფილი, თითოეული მოლაპარაკების სივრცე ერთ ბინას განასახიერებს.
ამასთან, ყვითელი ფერი – იმედს, ფირუზისფერი კი სიმშვიდის ემოციებს უკავშირდება. მთავარ კედელზე გაფორმებული მწვანე კედელი კი – ჰარმონიას… რაც ოჯახური გარემოს კიდევ ერთი ალეგორიაა.
დადებითი ემოციებით ინტერიერის გამდიდრება პოსტერების საშუალებით მოხდა – „სითბო“ „სიმშვიდე“ და „სიყვარული“ სწორედ ის გრძნობებია, რაც ადამიანს საკუთარ სახლში ელოდება.
გარდა კლიენტებთან მოსალაპარაკებელი ზონისა, აქვეა დიზაინერების სივრცე, სადაც კლიენტს შესაძლებლობა ექნება, დიზაინერთან ერთად დააგეგმაროს ბინა და შეარჩიოს მასზე მორგებული რემონტი.
„ახალი სივრცე ახალი შესაძლებლობაა როგორც ჩვენი კომპანიისთვის, ისე ჩვენი მომავალი მობინადრეებისთვის.
ჩვენი მიზანია, მობინადრეებს შევუქმნათ რაც შეიძლება კომფორტული გარემო და ამასთან ერთად შევთავაზოთ საუკეთესო მომსახურება და გადაწყვეტილებები, რომელიც ისეთ მნიშვნელოვან საკითხს ეხება, როგორიც უძრავი ქონების შეძენაა.
ჩვენს ახალ სივრცეში ძალიან თბილი, მყუდრო და კომფორტული გარემო შევქმენით. ის მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენი თანამშრომლებისთვის, რომლებიც ამ სივრცეში მუშაობენ, ასევე ჩვენი მომავალი მობინადრეებისთვის, რომლებიც გვსტუმრობენ ახალ ოფისში.
ამ სივრცეში მოხვედრილ ადამიანს, გარემო რომელიც აქ დახვება აუცილებლად მოანდომებს ბინის შეძენას“, – ამბობს შორენა დარჩიაშვილი, „თეთრი კვადრატის“ გენერალური დირექტორი.
უნდა აღინიშნოს, რომ თავად „თეთრი კვადრატის” ბრენდი 2019 წელს შეიქმნა, ბაზარზე კი 2020 წელს გამოჩნდა. „თეთრი კვადრატის“ მიმდინარე პროექტებია: მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები საბურთალოზე, შარტავას ქუჩაზე – „თეთრი კვადრატი შარტავა“ და „ფილიგრინი“ – ექსკლუზიური, 60-ბინიანი საცხოვრებელი სახლი, ასევე საბურთალოზე, გიორგი დანელიას ქუჩაზე.
გაყიდვების ოფისი ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10-დან 19 საათამდე, ხოლო შაბათს 10-დან 16 საათამდე იმუშავებს და დაელოდება მომავალი მობინადრეების სტუმრობას.
ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე
[პარტნიორის კონტენტი]