in

„თეთრი კვადრატის“ გათამაშებაზე იღბლიან გამარჯვებულს ბინის გასაღები გადაეცა

იღბლიანი გამარჯვებული და საცხოვრებელი ბინა საჩუქრად – კომპანია „თეთრი კვადრატის“ უპრეცედენტო გათამაშების გამარჯვებულს შარტავას ქუჩაზე, დასრულებულ კომპლექსში ბინის გასაღები საზეიმო ღონისძიებაზე გადაეცა.

ბინის მოგების შესაძლებლობა იმ მომხმარებლებს ჰქონდათ, რომლებაც 20 ივლისიდან 20 სექტემბრამდე კომპანიის პროექტში მათთვის სასურველი ბინა, კომერციული ან საოფისე ფართი შეიძინეს და ღირებულების 20% გადაიხადეს. ყოველი გადახდილი 1000$ მყიდველისთვის გათამაშების 1 ბილეთს უდრიდა, შესაბამისად, გამარჯვების შანსები საკმაოდ მაღალი იყო. უძრავი ქონების ყიდვასთან ერთად, მომხმარებლებს გადაეცემოდათ ბილეთი, რომელსაც ისინი გაყიდვების ოფისებში განთავსებულ სპეციალურ ყუთებში თავად ანთავსებდნენ.

გათამაშების გამარჯვებულები საზეიმო ღონისძიებაზე გამოვლიდნენ, სადაც მომხმარებლებთან ერთად მიწვეული სტუმრებიც იმყოფებოდნენ.

კომპანია „თეთრი კვადრატი“ უკვე 5 წელია, წარმატებით ოპერირებს დეველოპერულ ბაზარზე. გათამაშების გამარჯვებულების გამოცხადებამდე, სტუმრებს სიტყვით მიმართა გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ნატროშვილმა, რომელმაც იმ მიმდინარე თუ დასრულებულ პროექტებზე ისაუბრა, რასაც ამ ეტაპზე კომპანია წარმატებით ახორციელებს. ისაუბრა გათამაშებაზეც და აღნიშნა, რომ ის ერთადერთ მთავარ ამოცანას – მობინადრეების მაქსიმალურ კმაყოფილებას ემსახურება.
ეს დღე მხოლოდ ბინის გათამაშებით არ დასრულებულა. იღბლიანები აღმოჩნდნენ სხვა მომხმარებლებიც. გათამაშდა 6 ცალი 5000-დოლარიანი ვაუჩერი და 3 ცალი 10 000-დოლარიანი ვაუჩერი.

უძრავი ქონება, რომლითაც გათამაშების მეშვეობით „თეთრი კვადრატის“ იღბლიანი გამარჯვებული დასაჩუქრდა შარტავას ქუჩაზე დასრულებულ კომპლექსში მდებარეობს, მე-13 სართულზე და მისი ფართობია 71 კვ.მ

კომპანია თეთრ კვადრატს ამ ეტაპზე რამდენიმე მიმდინარე და მათ შორის დასრულებული კომპლექსიც აქვს და მომავალი მობინადრეებისთვის ბევრ საინტერესო  სიახლეს ამზადებს.

[პარტნიორის კონტენტი]

Adobe Firefly Boards ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა — თუმცა, რაში გამოგვადგება?

BTU’s technology that will completely transform the fields of coaching and training