in

დღესასწაული „თეთრი კვადრატისგან“ – საახალწლო სოფელი ვასო გოძიაშვილის პარკში (წითელი ბაღი)

დედაქალაქში საახალწლო განწყობა უკვე იგრძნობა. წელს ეს განწყობა კიდევ უფრო განსაკუთრებული იქნება, რადგან ე.წ წითელ ბაღში კომპანია „თეთრი კვადრატი“ საახალწლო სოფელს ამზადებს, სადაც დღესასწაული მხოლოდ დეკორაციებით არ შემოიფარგლება და ქალაქის მაცხოვრებლებს განსხვავებულ გამოცდილებას ჰპირდება.

საახალწლო სოფელი საზეიმოდ 15 დეკემბერს, 20:00 საათზე, ვასო გოძიაშვილის სახელობის ე.წ. წითელ ბაღში, ყაზბეგის გამზირზე გაიხსნება. საზეიმოდ აინთება საახალწლო ნაძვის ხე. საღამოს კი გააფორმებენ ნოდარიკო ხუციშვილი და მისი ბენდი.

სტუმრებს ელით როგორც გასართობი პროგრამები, ასევე ადგილობრივი მეწარმეების ნაკეთობების გამოფენა-გაყიდვა. „თეთრი კვადრატის“ ინიციატივით, მეწარმეებისთვის 31 დეკემბრის ჩათვლით სპეციალური სივრცეები უსასყიდლოდ გამოიყო.

შაბათ-კვირას სამეწარმეო ბაზრობისა და კვების ობიექტების გარდა, სტუმრებს ბავშვებისთვის მორგებული აქტივობები ელოდებათ, როგორებიცაა საინტერესო ვორქშოფები, ზღაპრის კითხვა და სხვადასხვა თამაში. პროექტის მიზანი მხოლოდ სადღესასწაულო გარემოს შექმნა არ არის – ორი კვირის განმავლობაში საახალწლო სოფელი ქალაქისთვის საერთო თავშეყრის სივრცედ იქცევა.

„ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად ისიამოვნონ, არა მხოლოდ ჩვენმა მომხმარებლებმა, არამედ დედაქალაქის მაცხოვრებლებმაც. საახალწლო სოფელი, რომელსაც ადგილობრივებს ვთავაზობთ, ასახავს ჩვენს მაღალ პასუხისმგებლობასაც. შესაძლებლობას ვაძლევთ მეწარმეებს, სრულიად უსასყიდლოდ მოვიდნენ, წარადგინონ და შემდეგ შესთავაზონ თავიანთი პროდუქცია მომხმარებლებს. ყველას გთავაზობთ ულამაზეს გარემოს, რომელიც სახაალწლო პერიოდში შეძლებს ამაღლებული საახალწლო განწყობის შექმნას. ასე რომ, გელით ყაზბეგის გამზირზე, ვასო გოძიაშვილის სახელობის პარკში“, – განაცხადა „თეთრი კვადრატის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი ნატროშვილმა.

[R]

Costa Coffee-ს განახლებული მენიუ და 2026 წლის გაფართოების გეგმა საქართველოს ბაზარზე

როგორ გავუძლოთ საშობაო საყიდლების ცდუნებას? — ნეირომეცნიერების პასუხი