ყაზბეგის გამზირზე, ვასო გოძიაშვილის სახელობის პარკში, დეველოპერულმა კომპანიამ „თეთრი კვადრატი” საახალწლო სოფელი გახსნა, რომელიც თბილისელებსა და ქალაქის სტუმრებს 31 დეკემბრის ჩათვლით უმასპინძლებს.
ე.წ. „წითელ ბაღში“ მოწყობილი საახალწლო სივრცე აერთიანებს სადღესასწაულო განწყობას, გასართობ პროგრამებსა და ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა-გაყიდვას. პროექტის ფარგლებში, „თეთრი კვადრატის“ ინიციატივით, მცირე მეწარმეებისთვის სპეციალური სავაჭრო სივრცეები უსასყიდლოდ გამოიყო, რაც მათ საკუთარი პროდუქციის ფართო აუდიტორიისთვის წარდგენის შესაძლებლობას აძლევს.
შაბათ-კვირას, სამეწარმეო მარკეტისა და კვების ობიექტების პარალელურად, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ბავშვებისთვის განკუთვნილ აქტივობებს. პატარა სტუმრებს ელოდებათ შემოქმედებითი ვორკშოპები, ზღაპრების კითხვა, სახალისო თამაშები და ინტერაქციული ღონისძიებები.
საახალწლო სოფლის მიზანი მხოლოდ სადღესასწაულო ატმოსფეროს შექმნა არ არის. ორი კვირის განმავლობაში ეს სივრცე ქალაქისთვის საერთო თავშეყრის ადგილად იქცევა – ადგილად, სადაც დღესასწაული, შემოქმედება და ქალაქური ცხოვრება ერთიანდება.
[პარტნიორის კონტენტი]




















