in

დონალდ ტრამპმა თეთრი სახლის ახალი ლოგო წარადგინა

ამერიკის 47-ე პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გუნდმა 1600 Pennsylvania Avenue-ისთვის ახალი ვიზუალი წარადგინა. ამგვარად, თეთრი სახლის ახალი ლოგო შორდება ყოფილი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ხედვას, რომელიც არქიტექტურულ ელემენტებს ანიჭებდა უპირატესობას. ამის საპირისპიროდ, ტრამპის ინტერპრეტაცია ამერიკის ყველაზე ცნობილი რეზიდენციის კლასიკურ ხედვას გვთავაზობს:

BOG
BOG

ეს ჩვეულებრივი ამბავია — თანამდებობის მიღებისთანავე ყოველი ადმინისტრაცია გვთავაზობს მათთვის მისაღებ ლოგოს. ახლა კი ტრამპის მიერ განხორციელებული ცვლილება გამორჩეულად ესთეტიკურია, რითაც, ფიქრობენ, რომ იგი ასე, შესაძლოა, ოქროს ხანის ხედვაზე ამახვილებდეს ყურადღებას.

თუ ბაიდენის ვერსიაში სვეტებსა და კედლებზე იყო აქცენტი, რომლებიც რაღაც ერთიან ჩარჩოს კრავდა, განახლებულ დიზაინში ტრამპი უფრო მსუბუქ სტრუქტურებს ანიჭებს უპირატესობას, თანაც სრულად პატრიოტული ფერებით. თუ დააკვირდებით, არც ტრამპის ძველ ლოგოზე და არც ბაიდენის ვერსიაზე იყო დროშა ფერებით წარმოჩენილი, ახლა კი ყველაფერი პირიქითაა:

პოლიტიკურ ბრენდინგში დიზაინის მსგავსი გადაწყვეტილებები არასდროსაა შემთხვევითი, ვიზუალურ მინიშნებებს ემსახურება, შეტყობინებებს აძლიერებს და საზოგადოების აღქმასაც აყალიბებს, მათ პრეზიდენტების პრიორიტეტებისა და საკომუნიკაციო სტილის შესახებ აწვდის ინფორმაციას. ამგვარად, ახალ დიზაინში არსებული არქიტექტურული დეტალები, რომლებსაც თავზე დროშა აქვს დამაგრებული, ამერიკელებს მიანიშნებს, რომ ფოკუსი კონსერვატიულ პატრიოტიზმზე იქნება…

Oreo-მ ვებ-აუდიო თამაშით ბრენდის სახელის ისტორიას გამოწვევა მოუწყო

BDO Georgia-ს ბრენდისა და მარკეტინგის მიმართულებას ანანო ციცვიძე უხელმძღვანელებს