18
Jun
2019

“ტეტრისს” ახალი ლოგო აქვს!

18 Jun 2019

თუკი დღეს ბავშვებს ხშირად ვხედავთ სმარტფონებით, 90-იანების, ალბათ, ყველაზე პოპულარული გაჯეტი “ტეტრისი” იყო. “ტეტრომინოს” დეტალებით ახალ-ახალი ხაზების აწყობა და გაქრობა მაშინ ბავშვების და დიდების ერთ-ერთ უსაყვარლეს გასართობად ითვლებოდა. წელს, თამაშს 35 წელი შეუსრულდა. იუბილესთან დაკავშირებით, “ტეტრისმა” ახალი ლოგოტიპი შექმნა. ბრენდინგი, 6 ივნისს, ტეტრისის მსოფლიო დღეზე წარადგინეს. სიმბოლიკის მიზანია გადმოსცეს თამაშის თანამედროვე და დინამიკური ხასიათი. “ტეტრისის” ლოგო მარტივად ამოსაცნობია და თამაშის ერთ-ერთ დეტალს მარტივად მოგაგონებთ.

სიმბოლიკა სხვა, უფრო მომრგვალებული ფორმების ფონტითაა დაწერილი. სტრუქტურა მთლიანობაში შენარჩუნებული, მაგრამ საგრძნობლად განახლებულია. “ტეტრისი” იმედოვნებს, რომ თამაშის ახალი სტილი თანამედროვე გეიმერებისთვისაც ისეთივე მიმზიდველი იქნება, როგორიც ის 80-90-იანი წლების თაობებისთვის იყო.

განხილვა