in

ტეტრისის თამაში ონლაინ რეჟიმში რამდენიმე ადამიანს უკვე ერთდოულად შეუძლია!

ამისთვის ე. წ. “Game Link Cable” პორტია საჭირო

1989 წელს გამოშვებული Game Boy პირველი კონსოლია, რომელიც მრავალმოთამაშიან ფუნქციას უჭერს მხარს – ამისთვის ე. წ. “Game Link Cable” პორტია საჭირო.

როგორც ქვემოთ მოცემულ ვიდეოში ჩანს, USB ადაპტერი Raspberry Pi Pico-სა და ზოგიერთი დონის გადამრთველს ეყრდნობა, რათა Game Boy ონლაინ გახდეს ხელმისაწვდომი. შედეგად, ორ ან მეტ ადამიანს, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეუძლია ერთმანეთთან თამაში.

Link Cable პორტი საოცრად მრავალმხრივი ინტერფეისია და ის გაცილებით მეტ ფუნქციას გვთავაზობს, ვიდრე მხოლოდ რამდენიმე ადამიანის ერთმანეთთან თამაშია. თუმცა ამ ეტაპზე სწორედ ამ კონკრეტული მიზნით ხდება მისი კოდის პროგრამულ უზრუნველყოფასთან ერთად გამოყენება.

ალბათ, ბევრისათვის ეს ნოსტალგიური ხასიათის მატარებელიც კია – ისინი ხელახლა მიიღებენ ძველი ტეტრისის ერთმანეთთან თამაშის სიამოვნებას. და, შეიძლება ითქვას, ერთგვარ დროის მანქანადაც იქცევა – “უკან მომავალში, ახლებური გზით”.

მართალია, ამ ეტაპზე პროგრამა მხოლოდ ტეტრისისთვის მუშაობს. თუმცა თუ მაგალითად, პოკემონის ასეთი გზით თამაში გსურთ, საკუთარი საპირისპირო ინჟინერია უნდა შექმნათ – ან დაელოდეთ, როდის გააკეთებს ამას ვინმე სხვა.

„შეაჩერე პლასტმასით დაბინძურება“ – კონკურსი ფოტოგრაფებისთვის

რატომაა მნიშვნელოვანი სასკოლო კლუბები მოსწავლის განვითარებისთვის?