in

თევზის ახალ სახეობას „ფერად საოცრებად“ მიიჩნევენ

დიახ, ეს თევზი ნამდვილად ზღაპრულად გამოიყურება… მას Cirrhilabrus Finifenmaa-ს სახელით ვეცნობით, რომელიც საკუთარი მშობლიური მალდივების ენიდან გამომდინარე უწოდეს. მეტიც, მათ ენაზე “finifenmaa” ვარდს ნიშნავს.

M2
M2

მარჯნის რიფებში მცხოვრები ეს პატარა ფერადი თევზი კალიფორნიის მეცნიერებათა აკადემიამ მომხიბლავ სახეობად და ფერად საოცრებადაც კი მოიხსენია. თუმცა არ გეგონოთ, რომ ეს მეცნიერთა ახალი აღმოჩენაა. მას ჯერ კიდევ 1990 წელს მიაკვლიეს, თუმცა შეეშალათ და უკვე არსებულ სხვა სახეობას მიაკუთვნეს. მაგრამ როცა ისინი თევზის ზომას, ფერებსა და ქერცლს დააკვირდნენ, მიხვდნენ, რომ ეს არა ძველი, არამედ ახალი სახეობა იყო.

„ეს გვეუბნება იმას, რომ მარჯნის რიფების ეკოსისტემაში ჯერ კიდევ მრავალი სახეობაა დარჩენილი, რომელსაც ჩვენ არ ვიცნობთ“, — ამბობს ლუიზ როჩა, კვლევის თანაავტორი.

გარდა იმისა, რომ თევზი საოცრად გამოიყურება, ეს აღმოჩენა მალდიველი მეცნიერებისთვის პირველი შემთხვევაა, როცა მათ თევზის ახალი სახეობა ოფიციალურად აღწერეს. 

„მალდივებში აღმოჩენილ სახეობებს ყოველთვის უცხოელი მკვლევრები აღწერდნენ, თუმცა ახლა საქმე სხვაგვარადაა, ნამდვილად ამაღელვებელია, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ასეთ ლამაზ სახეობებზე საუკეთესო იქთიოლოგებთან ერთად მუშაობ“,— ამბობს აჰმედ ნაჯეები, კვლევის თანაავტორი.

ლაბორატორიული ხორცის უმრავლესობა ნამდვილ სისხლს შეიცავს

როგორ დაგეხმარებათ გამოთვლითი მონაცემების გამოყენება უკეთეს ლიდერად ჩამოყალიბებაში?