in

ნახეთ: დაბალი ტემპერატურით გამოწვეული საფრთხისგან 3 500 კუ გადაარჩინეს

ისინი შესაძლოა, “ცივი გონების დაკარგვის” მსხვერპლნი გახდნენ

ტეხასში ცხოველების რამდენიმე სახეობა საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, რეკორდულად დაბალი ტემპერატურის პირობებიდან გამომდინარე. მათ შორისაა დაახლოებით 3 500 ზღვის კუ, რომლებიც შედარებით მშრალ მიწაზე გადაყვანით გადაარჩინეს.

ცივ გარემოში კუ შესაძლოა, ე. წ. “ცივი გონების დაკარგვის” მსხვერპლნი გახდნენ. ამ დროს მათი სხეულის ტემპერატურა იმდენად დაბალია, რომ ცურვის, ჭამის ან წყლის ზედაპირზე ტივტივის უნარს კარგავენ. ამას ადასტურებს Sea Turtle Inc.-ის აღმასრულებელი დირექტორი, ვენდი ნაითი – “ასეთ მდგომარეობაში მყოფი კუ ერთ დუიმ წყალშიც კი დაიხრჩობა”. 

პლაჟებსა და ნავებზე გადარჩენილ კუებზე სამხრეთ პადრეს კუნძულის კონგრესის ცენტრში ზრუნავენ, სადაც მათ პლასტმასით დაფარულ ლეიბებზე ათავსებენ და რამდენიმე დღის განმავლობაში ათბობენ. მათი გადარჩენა აუცილებელია, რადგან, როგორც ჩანს, ზღვის კუების 5 სახეობა გადაშენების პირას იმყოფება.

სამწუხაროდ, ტეხასში სხვა ცხოველებზეც იმოქმედა ქარიშხალმა – გარდაიცვალა რამდენიმე მაიმუნი, ლემური და ტროპიკული ფრინველი. დაზარალებული ზღვის ფრინველი კი ელ პასოს ზოოპარკმა იპოვა და უმკურნალა.

“ვფიქრობ, ხელოვნება ძალას უნდა აძლევდეს და ეხმარებოდეს ადამიანებს” – ანა დედაბრიშვილი

დიზაინერი, რომელმაც საკუთარ ეზოში მინი იოჰანესბურგი შექმნა