ბლოგერებს, მარკეტერებს, ქოფირაითერებს, ექსპერტებსა თუ სტარტაპის დამფუძნებლებს გამუდმებით სჭირდებათ მაღალი ხარისხის კონტენტი… თუმცა ხშირად კონტენტზე მოთხოვნა მის შესაქმნელად ხელმისაწვდომ დროსა და რესურსებს აჭარბებს, რასაც გამოფიტვამდეც მივყავართ. იძულებული ვხდებით, რომ ხარისხი დავთმოთ ან არსებული შესაძლებლობები არ გამოვიყენოთ. კარგ კონტენტზე მზარდი მოთხოვნის გამო კი, კონტენტის წერისა და დაგეგმვის ტრადიციული მეთოდები დიდად აღარც ამართლებს.
სწორედ აქ იკვეთება TextBuilder-ის როლი, რომელიც ავტომატიზაციისა და გენერაციული ხელოვნური ინტელექტის ძალას აერთიანებს. უფრო კონკრეტულად, პლატფორმა ამარტივებს და ავტომატურს ხდის კონტენტის შექმნის პროცესს ისეთი AI მოდელების გამოყენებით, როგორებიცაა GPT-3 და ChatGPT. იგი გაგიზიარებთ იდეებს სტატიებისთვის, დაწერს მათ და დაგეგმავს, როდის გამოაქვეყნოს.
ამგვარად, TextBuilder-ით თქვენ შეგიძლიათ, დაწეროთ პროდუქტის მიმოხილვები, პოსტები, სტატიები, ქოფი სოციალური მედიისთვის, ელექტრონული წიგნები, e-commerce პროდუქტების აღწერილობები, შეტყობინებები და ელ.ფოსტები. კონკრეტულად კი:
- One-Click Content Generation — თანამედროვე AI მოდელების გამოყენებით ასობით უნიკალურ და მაღალი ხარისხის სტატიას აგენერირებს, ასე კი უამრავ დროს ზოგავს
- Fully Automated Schedule და Post to WordPress — დაგეგმვის ხელსაწყოს დახმარებით მომხმარებლებს შეუძლიათ, განსაზღვრონ, როდის გამოქვეყნდეს ბლოგზე AI-ს მიერ გენერირებული სტატია.
- Customizable 1-Click Article Generator — მომხმარებლებს შეუძლიათ, გაგზავნონ თავიანთი მოთხოვნები, ჰქონდეთ სრული კონტროლი ტექსტზე, რომელსაც პლატფორმა დააგენერირებს და ავტომატურად გამოაქვეყნებს
- Auto Writer — ეს ხელსაწყო კი მათთვისაა კარგი, ვისაც ბევრი სტატია სურს. Auto Writer 5000-მდე სტატიას აგენერირებს. აკმაყოფილებს SEO სააგენტოების, ბლოგების მფლობელებისა და მწერლების საჭიროებებს.
აი, მაგალითიც:
გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, Text Builder მომხმარებლებს მრავალ დამატებით ხელსაწყოს სთავაზობს. უნიკალური ალგორითმით გრძელი სტატიების გენერირება შეუძლია, აქვს უნარი, რომ შეადგინოს ნებისმიერი ტექსტის ნაწილი, შეისწავლოს კონკურენტების URL-ები და დაამატოს სურათები სტატიებზე. მეტიც, მომავალში WordPress-ის პლაგინსაც შემოგვთავაზებენ…