2018 წელს შექმნილი Tezza მალევე იქცა კრეატორებისთვის საყვარელ ფოტოებისა და ვიდეოების რედაქტირების აპლიკაციად. კარდაშიანების ფავორიტიც არისო, ამბობენ… თუმცა ახლა ბიზნესის განვითარების დრო დადგა და აპლიკაციის დამფუძნებლებმა Saint-Urbain-ის შემოქმედებით სააგენტოს მიმართეს, რათა ბრენდის რეპოზიციონირება მოეხდინათ და იგი მხოლოდ რედაქტირებისთვის განკუთვნილი ხელსაწყო აღარ ყოფილიყო.
„Tezza-ს ყველა მომენტის გალამაზება სურს, ამ ხედვის გასაცოცხლებლად კი გვჭირდებოდა ბრენდი, რომელიც რაღაცისკენ მიისწრაფვის. ისეთივე მშვენიერი უნდა ყოფილიყო, როგორც ნამუშევრები, რომლებსაც მისი მომხმარებლები ყოველდღიურად ქმნიან“, — აცხადებს ალექს ოსტროფი, Saint-Urbain-ის დამფუძნებელი.
ეს საქმე კი სააგენტომ Tezza-ს დაპირების გაცოცხლებით დაიწყო, რომ აპლიკაცია აღვიძებს ხელოვანს თითოეულ ჩვენგანში მოდის სფეროს ჟურნალებითა და სარედაქციო ჩარჩოებით, რომლებიც ბრენდის განახლების ინსპირაციად იქცა… ხოლო ახალი სიტყვათა ნიშნით სურთ, მეტად ელეგანტურ და თანამედროვე ბრენდად ჩამოყალიბდნენ, ლოგოს კი მკვეთრი კუთხეები აქვს, რითაც აპლიკაციის კვადრატული ფორმის სურათის ფორმატს ეხმიანებიან.
ცოტათი მინიმალისტურ და სუფთა ესთეტიკასაც სცილდებიან და მოდურ შეგრძნებას კრემისფერ-ყავისფერი ფერთა პალიტრით გვაწვდიან, ზუსტად ისე, როგორც ბეჭდურ გაზეთებში გვხვდება. სხვა თამამი ფერები კი მეტ მხიარულებას სძენს მის იდენტობას. თუმცა ეს ყველაფერი არ არის, ბრენდინგის სისტემაში ილუსტრაციებსაც იხილავთ.
მოკლედ, მათ არ სურდათ Tezza-ც ისე ყოფილიყო აღქმული ჩვეულებრივ ტექნოლოგიურ რედაქტირების აპლიკაციად, როგორც სხვები. შედეგი კი თავად შეაფასეთ: