in

Tbilisi Fashion Week 2012! In action

Tbilisi fashion week 2012

წელს თბილისის მოდის კვირეული ერთი სეზონის დაგვიანებით, დეკემბერში დაიწყო.  შვიდი დღის  ნაცვლად სამ დღეში ჩატეულ ღონისძიებაში საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მოღვაწე ქართველი დიზაინრები მონაწილეობენ.

თბილისის მოდის კვირეული

პირველ დღეს ორი ჩვენება დიზაინერების , აკა ნანიტაშვილისა და ქეთი ჩხიკვაძის მონაწილეობით გაიმართა. მოგვიანებით,  საკუთარი ნამუშევრები ნიუ იორკში მოღვაწე უტა ბექაიამ წარადგინა. 15 დეკემბერს თბილისის მოდის კვირეული  ეკა ბალანჩივაძეს , ავთანდილს,  დათუნა სულიკაშვილს, ლაკო ბუკიასა და ნინო ბაბუხადიას უმასპინძლებს. ღონისძიების მესამე, დასკვნით დღეს სცენა თეონა გარდაფხაძესა და დანიაში მოღვაწე გიორგი  შაღაშვილს დაეთმობათ.

თბილისის მოდის კვირეული

თბილისი ფეშენ ვიკისთვის ერთი კონკრეტული ადგილი არ არსებობს. მოდის კვირეულის პიარისა და მარკეტინგის ხელმძღვანელი ჯაბა სიხარულიძე ამბობს, რომ ჯერ კიდევ გრძელდება ექსპერიმენტები . ამჯერად ჩვენებები სასტუმრო “ჰოლიდეი ინ”-სა და “ქარვასლას” ტერიტორიაზე გაიმართება.

ჯაბა სიხარულიძე თბილისის მოდის კვირეული
ჯაბა სიხარულიძე

ნამუშევრებს სპეციალური ჟიური შეაფასებს.  ინტერესთა კოფნლიქტის თავიდან ასაცილებლად, არც ერთი მათგანი დიზაინერი არ არის. ჯაბა სიხარულიძის თქმით, ბორდში ისეთი ადამინები შედიან, ვისაც აქვს განათლება მოდის სფეროში.  ასევე ამ თემატიკაზე  მომუშავე ჟურნალისტები და ბლოგერები ვინც ამ თემაზე წერენ. ამბობს, რომ მათი ვინაობა კონფიდენციალურია  და ბოლომდე ასე დარჩება.

აღსანიშნავია, რომ წელს თბილისის მოდის კვირეულს თამუნა ინგოროყვა გამოეთიშა. თავდაპირველად ის მონაწილეთა სიაში იყო. ” კოლექციაც კი მზად ჰქონდა, თუმცა, გადაწყვეტილება შეცვალა.  თავად თქვა უარი გამოსვლაზე.ვერ გეტყვით რატომ, შესაძლოა ,  არ უღირდა, ამ ეტაპზე” ამბობს ჯაბა სიხარულიძე.

ერთ-ერთი ყველაზე აპოლიტიკური სფეროც, პოლიტიკასთან აღმოჩნდა დაკავშირებული. სრულყოფილი მოდის კვირეულის მაგივრად,  ახლა  მხოლოდ”წინასაახალწლო მოდური ღონისძიება ” გაიმართება.  ჯაბა სიხარულიძე ამბობს, რომ შემოდგომაზე განვითარებული მოვლენების გამო მოდის კვირეულისთვის “არავის ცხელოდა”. პრობლემა იყო ფინანსების მოძიებაც “თუმცა, ბევრი დიზაინერის თხოვნის გამო გადავწყვიტეთ მაინც ჩაგვეტარებინა. ეს არ არის თბილისის მოდის კვირეულის ჩვეული ფორმატი, გაზაფხულზე სრული მასშტაბებით წარვადგენთ ღონისძიებას, რამდენიმე თვით ადრე გამოცხადდება დიზაინერების მიღება და ა.შ. ” – ამბობს ჯაბა სიხარულიძე

ფინანსების სიმცირის გამო წლევანდელ თბილისის მოდის კვირეულზე ვერც “ნიუ ქამერების” სპეციალური ნომინაციის დაჯილდოება და ვერც აქსესუარების კოლექციების ჩვენება ვერ შედგება. ერთადერთი ვისი დებიუტიც წელს შედგება,  ნინო ბაბუხადიაა.

კერძო სპონსორების გარდა თბილისის მოდის კვირეულის შემოსავალი თავად დიზაინერების მიერ გადახდილი საწევროა.  ვისაც სურს საკუთარი კოლექცია “ფეშენ ვიკზე” აჩვენოს, 1000 ლარი უნდა გადაიხადოს. ჯაბა სიხარულიძე ამბობს, რომ ამ ფასად დიზაინრები დარბაზითა  და მოსაწვევბით დაწყებული, მოდელების ანარაზღაურებითა და მათი მომზადებით დამთავრებული ყველანაირ მომსახურებას იღებენ.

 

ჯაბა სიხარულიძის თქმით,  თბილისის მოდის კვირეულის მიზანია საქართველოში მოღვაწე დიზაინრერებმა საკუთარი ხედვა და ნამუშევრები წარმოადგინონ და  “ფეშენ ვიკი” მათთვის “საგამოფენო სივრცეა”.

წლების  მანძილზე თბილისის მოდის კვირეულის პარალელურად , საქართველოს მოდის კვირეულიც იმართებოდა. ყოველ შემოდგომაზე დიზაინერებს საკუთარ სივრცეს ორი სხვდასხვა “ფეშენ ვიკი” სთავაზობდა. წელს მხოლოდ  თბილისის მოდის კვირეულია.  რის ხარჯზე უწევდა ის  კონკურენციას საქართველოს მოდის კვირეულს , ამაზე საკუთარი შეხედულება აქვთ ორგანიზატორებს.

“ამ შემთხვევაში ჩვენი მენეჯმენტის ხარისხი იყო გადამწყვეტი. მათ შემოქმედებას ვერ შეფავასებ, უკეთესი იქნება ეს მესამე მხარემ განსაჯოს.  თბილისის მოდის კვირეულზე დიზაინერების პრობლემა არასოდეს გვქონია. დათუნა სულიკაშვილი, თამუნა ინგოროყვა, ბიჭოლა მუდმივად ჩვენთან გამოდიოდნენ, მათ ჰყავდათ დიზაინერები ვინც მუდმივად გამოდიოდა  საქართველოს მოდის კვირეულზე”, ამბობს ჯაბა სიხარულიძე

Tbilisi Fashion week შეგახსნებეთ,  თბილისი მოდის კვირეული 14-16 დეკემბერს გაიმართება. ორგანიზატორი კომპანია “ჯეოფეშენია”, რომლის ერთ-ერთი წარმომადგენელი მოდელი თაკო ჩხეიძეა. ეს რიგით მეშვიდე კვირეულია. საერთოდ კი  “თბილისი ფეშენ ვიკი” წელიწადში ორჯერ,  შემოდგომასა და გაზაფხულზე იმართება.

Samsung Santa 2013 commercial. sexy

სამსუნგის “ცელქი” რეკლამა

ჯიპას ლოგო

“ისწავლე სწავლის მძებნელო” GIPA