27
Oct
2017

დღეს თბილისის მოდის კვირეულის მე-16 სეზონი იხსნება

27 Oct 2017

დღეს, თბილისის მოდის კვირეულის მე-16 სეზონი იწყება, რომელიც 27-დან 30 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება. ჩვენებების დაწყებამდე, საერთაშორისო სტუმრებს დიზაინერ მარიამ გვასალიას ახალი მაღაზია უმასპინძლებს. კვირეულის ოფიციალურ განრიგს ლაშა ჯოხაძე გახსნის, შემდეგ კი MIRO-ს კოლექციის ჩვენება გაიმართება. საღამო მსოფლიო ბრენდის Weekend Maxmara იტალიური წვეულებით დასრულდება სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერია“-ში. 4 დღიანი პროგრამა 20-ზე მეტ ღონისძიებას აერთიანებს. მათ შორის გაიმართება ქეთი ჩხიკვაძის, ანი დათუკიშვილის, ატელიე 27-ის, tsite by Tamara Tsiteladze-ის, ELENNY-სა და MIA-ს ჩვენებები. კვირეულზე წარმოდგენილი იქნება რამდენიმე უცხოელი დიზაინერის კოლექციაც: MIRO, ZLATOTSVETA PETROVA, SAYYA, DIANA ARNO და BARABAS. 

 

ჩვენებების პარალელურად, გაიმართება: მარიამ გვასალიას მაღაზიის გახსნა, კვირეულის ოფიციალური პარტნიორის ABSOLUT-ის after party „რადისონის“ სურფეის ბარში, Weekend MaxMara Italian Night რადისონის რესტორანში FILINI, ატელიე „მართას“ აქსესუარების პრეზენტაცია კაფე „ლინვილში“, Martini reception „ივერია“ კაფეში, Flying Painter პრეზენტაცია „ფაბრიკაში“, Ethere accessoire პრეზენტაცია რადისონის „ოქსიჯენ ბარში“ და Musya’s Lips for TFW „ლოლიტაში“.

თბილისის მოდის კვირეული აგრძელებს ტრადიციას და SOLO-სთან ერთად წარმოადგენს პროექტს Style Icon, რომელიც ამჯერად გამოჩენილ ქართველ მხატვარს, ელენე ახვლედიანის ეძღვნება. ღონისძიება ლეღვთახევში გაიმართება.

კვირეულის გენერალური სპონსორი თბილისი მოლი კი 31 ოქტომბერს  წვეულებას გამართავს, 19:00 საათიდან მთავარ ატრიუმში მოდული მარში მოეწყობა. სტუმრებს ელით სასიამოვნო მუსიკა, ტორტრი, თბილისის მოლის ახალი ჟურნალის პრეზენტაცია და, რა თქმა უნდა, შოპინგი.

გრძელდება პროექტი – Talks by Marketer.ge – საუბარი მოდის მარკეტინგზე 28 ოქტომბერს, რადისონის ბოლრუმში გაიმართება. მასზე VOGUE ITALIA-ს, Vivienne Westwood-ის და ISTITUTO MARANGONI-ს წარმომადგენლები წარდგებიან სპიკერებად. კონფერენციის ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ www.biletebi.ge.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით თბილისის მოდის კვირეულს ამ სეზონზე 20-ზე მეტი საერთაშორისო გამოცემა გააშუქებს, რომელთა შორისაა  Vogue italia, Vogue UK, Vogue Russia, Vogue Ukraine,Fucking Young, Style Sight Worldwide, Buro 24/7, The Blonde Salad, Styleograph, Omnistyle, Jungle Magazine, Grazia France, L’officiel Ukraine, Harper’s Bazaar Ukraine, NOWFASHION, Grazia Italia, Glamour Italy, Highsnobiety, Elle Italia. რაც შეეხება კვირეულის კომერციულ ნაწილს, ამ სეზონზეც სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით რამდენიმე მნიშვნელოვანი მყიდველი/ბაიერი ჩამოვა თბილისში და ქართველ დიზაინერებს მიეცემათ შანსი რომ საერთაშორისო გაყიდვები აწარმოონ ისეთ პარტნიორებთან როგორებიცაა ALDUCA D’AOSTA (VENEZIA), TOMORROW SHOWROOM (MILAN, PARIS, NEW YORK), TESSABIT (MILAN) და L’ECLAIREUR (PARIS).

თბილისის მოდის კვირეულის ბექსთეიჯში ორი ბრენდი იმუშავებს. კომპანია ARTHOUSE თმის ვარცხნილობებზე იზრუნებს, ხოლო მოდელების მაკიაჟს INGLOT-ის სპეციალისტები შეასრულებენ. აღსანიშნავია, რომ კვირეულის ბექსთეიჯის და სტრითსთაილის ფოტოები აქტიურად ვრცელდება და დიდი პოპულარობით სარგებლობს როგორც სოციალურ მედიაში, ასევე საერთაშორისო ფოტო პორტალებზე და ვებგვერდებზე.

2018 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონის კოლექციების ჩვენებებსა და სხვა ღონისძიებებს სასტუმრო მულტიფუნქციური სივრცე „რესპუბლიკა“ უმასპინძლებს. კვირეული თბილისის მერიის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და ტურიზმის ეროვნული ადმინისტაციის მხარდაჭერით ხორციელდება Check in Georgia-ს ფარგლებში. კვირეულის გენერალური სპონსორია TBILISI MALL.

ოფიციალური მასპინძელი: „რადისონ ბლუ ივერია“

ლოკაცია: მულტიფუნქციური სივრცე „რესპუბლიკა“

გენერალური სპონსორი: თბილისი მოლი

მხარდამჭერები: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ და თბილისის მერია.

პარტნიორები: არტ ჰაუსი, INGLOT, ივერია კლუბი – პრემიუმ კლასის პრივილეგირებული ბარათი, Absolut, Charles & Keith, კაფე ივერია, Marketer.ge, Martini, ლეღვი ლეღვთახევში, Sobranie, კაფე ლინვილი, SOLO.

საინფორმაციო მხარდაჭერა: ტელე იმედი, “Music Box”, „ფორტუნა პლიუსი“, „არტარეა”, “Energy Magazine”, „ალმა – alma” და „ნარგისი საქართველო“ 

განხილვა