in

ქალაქიდან ალპურ ზონაში – ზღაპრული მოგზაურობა TGV Lyria-სგან

მატარებლით მგზავრობა ყველა ადამიანში სხვადასხვა ასოციაციასა და ემოციას იწვევს.  TGV Lyria ჩქაროსნული მატარებლებით საფრანგეთიდან შვეიცარიაში მოგზაურობას გვთავაზობს. რა თქმა უნდა, შვეიცარია ცნობილია თავისი ალპური ზონითა და სუფთა ჰაერით და მხოლოდ სამ საათში იქ მოხვედრა ნამდვილი შვებაა. მრავალმილიონიანი ქალაქიდან მწვანე გარემომდე მიღწევა, თანაც კომფორტულად, მატარებლითაც შეიძლება.

BOG

ვიდეორგოლი ანიმაციურია, ყოველ მომდევნო კადრში ხედავთ, როგორ იცვლება ლანდშაფტი. თავიდან შეიძლება იფიქროთ, რომ ეს ვიდეორგოლი ბავშვებზეა გათვლილი, მაგრამ კრეატორები უფრო ბავშვური მოგონებების გაღვიძებას ცდილობენ უფროს თაობაში. სიმარტივისთვის, ქალაქების სახელებიც ერთნაირი საწყისით აირჩიეს, Montmartre – Mont Rose და Oberland – Oberkampf.

 

ანიმაციურ ვიდეორგოლზე სააგენტო Havas Worldwide-მა იმუშავა

“გამოათავისუფლე ადგილი!”– Google–ს ახალი აპლიკაცია დამატებითი მეხსიერებისთვის

SCORPIONS-ის კონცერტისთვის დამატებითი მატარებელი დაინიშნა