in

თამარ დე ლეტე ვაჩნაძის უნიკალური შემოქმედება მე-20 საუკუნის კულტურულ კონტექსტში – ხელოვანი, რომელსაც უნდა ვიცნობდეთ

ქართული ხელოვნება მსოფლიო მემკვიდრეობის განუყოფელი ნაწილია. ისტორიულად თუ მივყვებით, ყველა საუკუნეში ვიპოვით ხელოვანს, რომელმაც ჩვენს კულტურაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. ამ მხრივ ერთ-ერთი ნაყოფიერი და გამორჩეული ეპოქა მეოცე საუკუნეა, რომელმაც საკმაოდ შთამბეჭდავი სახელები ჩაწერა ქართული ხელოვნების ისტორიაში.

BOG
BOG

ამ დროის ქართველ მხატვრებს შორის არიან:  ლადო გუდიაშვილი, ელენე ახვლედიანი, ელგუჯა ბერძენიშვილი, დავით კაკაბაძე…მე-19 საუკუნის მიჯნაზე და მეოცის პირველ ნახევარში მოღვაწეობდა ყველასთვის საყვარელი ნიკო ფიროსმანიც. მათი შემოქმედება დღეს უფრო მეტადაა დაფასებული, ვიდრე თავის დროზე, მათ შესახებ კი ყველა ქართველმა (და არა მარტო) კარგად იცის.

ცხადია, ამ სახელების გარდა ისეთებიც არსებობს, რომლებიც თანამედროვე ქართველმა საზოგადოებამ, რიგი მიზეზების გამო, კარგად არ იცის, ბევრისთვის კი საერთოდ უცნობია. ზოგიერთი მათგანმა, მაგალითად, თამარ ვაჩნაძემ, რომელიც დღეს თამარ დე დეტე-ვაჩნაძის სახელითაა ცნობილი, სახელი უცხოეთში გაითქვა, ჩვენთან კი უმეტესად ხელოვანთა წრეებისთვის არის ნაცნობი. არადა, მისი შემოქმედება იმდენად უნიკალურია, ხოლო მისი ბიოგრაფია საინტერესო, რომ თამარ დე ლეტე ისტორიული მნიშვნელობის პერსონაა და მისი სახელი ყველა სხვა დიდი ქართველი მხატვრის გვერდით ყოველთვის უნდა ხვდებოდეს.

მოკლე ბიოგრაფიული მიმოხილვა

თამარ დე ლეტე-ვაჩნაძე 1925 წელს ირანის ქალაქ თავრიზში დაიბადა. მას ფრანგი ბებია ჰყავდა, რომელმაც ქართველზე იქორწინა, მათი ქალიშვილი კი ცოლად გიორგი ვაჩნაძეს გაჰყვა, რომელთაც გოგონა, სუზი ეყოლათ. სუზი ვაჩნაძე ბათუმში დაქორწინდა და მისი რჩეული პეტრუს ფონ ლეტე იყო. მათ შეეძინათ ორი შვილი, რომელთაგან ერთ-ერთი სწორედ თამარი იყო.

1947 წელს თამარმაც შექმნა ოჯახი და რეჟებ ჟორდანიას გაჰყვა ცოლად, თუმცა ორ წელიწადში განქორწინდა და საცხოვრებლად ბრაზილიაში წავიდა, სადაც მისი მამა თავს აფარებდა. 

1950-იან წლებში თამარი უკვე ცნობადი ფიგურა იყო ფრანგულ ელიტაში, ასევე სამხატვრო ხელმძღვანელად მუშაობდა სან პაულოს თეატრში. მისი ძირითადი საქმიანობა ესკიზების შექმნა, სპექტაკლების გაფორმება და ანიმაციების შექმნა იყო. 

1963 წელს კი მისი ნიჭი კრისტიან დიორის სამოდელო სახლმა შეამჩნია, სადაც თამარმა ესკიზების ხატვა დაიწყო. შესაძლოა, ყველა ესკიზს დღემდე ჩვენამდე არ მოუღწევია, თუმცა მათგან სამი ნამდვილად მოწმობს, რომ თამარი ამ საკულტო სამოდელო სახლის მხატვარი იყო. მის არქივში სამი ესკიზია შემორჩენილი – ორი ფერადი და ერთი კალკაზე დახატული. 

თამარ დე ლეტეს შემოქმედება და პატრიოტული სულისკვეთება

საერთო ჯამში, თამარ დე ლეტეს შემოქმედება 300-ზე მეტ ესკიზს, 30-ზე მეტ ტილოს, ასევე ხელნაწერებს, საარქივო მასალასა და ფოტოებს აერთიანებს. უცხოურ წყაროებში მისი სახელი დაფიქსირებულია, როგორც Thamar de Letay. ის საკმაოდ აქტიური შემოქმედი ყოფილა და ხშირად მონაწილეობდა სხვადასხვა არტფორუმსა თუ ექსპოზიციაში. 

მიუხედავად იმისა, რომ იგი როგორც ბრაზილიაში, ისე საფრანგეთში წარმატებებს აღწევდა და პატივსაცემ პერსონად მიიჩნეოდა, მან უარი თქვა საფრანგეთის მოქალაქეობაზე და სიცოცხლის ბოლომდე საბუთებში ასე მოიხსენიებოდა: „ლტოლვილი საქართველოდან”. მოგონებები თამარზე იმასაც ცხადჰყოფს, რომ მხატვარს ძალიან უყვარდა თავისი სამშობლო და თავს ჭეშმარიტ ქართველად მიიჩნევდა, საქართველოში ჩასვლის სურვილი კი სიცოცხლის ბოლომდე აწუხებდა, თუმცა, სამწუხაროდ, ეს ვერ განახორციელა.

სამაგიეროდ, მისი ნახატები, ესკიზები თუ საარქივო მასალები ჩამოვიდა საქართველოში. მართალია, ოდნავ დაგვიანებით, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასოდეს. 2022 წელს სამშობლოს დაუბრუნდა მისი ნამუშევრები, მათ შორის, ზემოთ ნახსენები ესკიზებიც, რომლებიც მან კრისტიან დიორის ბრენდისთვის შექმნა. ისინი ახლა საქართველოს ხელოვნების სასახლეში ინახება.

თამარ დე ლეტეს მხატვრული ხელწერა უნიკალური და ყველასგან გამორჩეულია. მის ნამუშევრებს რომანტიკული სინაზე და იმ ეპოქის ელეგანტურობა დაჰკრავს, რომელშიც იგი ცხოვრობდა. 

აღსანიშნავია, რომ SOLO-ს მხარდაჭერით, 19 ნოემბერს ეროვნულ მუზეუმში თამარ დე ლეტეს ნამუშევრების გამოფენა დაიწყო, რომელიც 15 დეკემბრის ჩათვლით გრძელდება. გამოფენაზე ის ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი, რომლებიც კარგად გამოხატავს ხელოვანის თავისებურ ხელწერას და მნიშვნელოვანი როლი აქვს შესრულებული მისი, როგორც მხატვრის შემოქმედებაში. ნახატებისა და ესკიზების გარდა, ესენია კოლაჟები, აპლიკაციები და მარიონეტები.

[R]

„კონტეინერში“ ქართველი დიზაინერების ნამუშევრების აღმოჩენას შეძლებთ!

დღევანდელ სტატიაში ყველას Kinder surprise ამოგვივიდა – ბრენდის ისტორია