იმის ნაცვლად, რომ კოკა-კოლას ბრენდინგის არაოფიციალური ვერსიები დაერეგულირებინათ და კანონის შესაბამისად ემოქმედათ, გადაწყვიტეს, პირიქით, ისინი მთელი მსოფლიოსთვის ეჩვენებინათ. Coca-Cola ვიზუალური იდენტობის სპონტანურ რებრენდინგს Thanks for Coke-Creating-ით პასუხობს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, პროექტი კოკა-კოლას არაოფიციალური ლოგოების ფართო გავრცელების საპასუხოდ შეიქმნა. შესაბამისად, იმ ლოგოებს, ფერთა პალიტრას, ბოთლის კონტურებსა თუ ტალღის ხელახალ ინტერპრეტაციებს გვიზიარებს, რომლებიც მსოფლიოს მასშტაბით პატარა უბნის მაღაზიებში გვხვდება.
მრავალ ბაზარზე, იქნება ეს ავსტრალია, ინდოეთი, ინდონეზია, სამხრეთ აფრიკა, ბრაზილია თუ მექსიკა, ეს არაოფიციალური ვერსიები კულტურულ მნიშვნელობას ატარებს, ასახავს ადგილობრივი საზოგადოებების შემოქმედებითობასა და კავშირს ბრენდთან. ასობით ინტერპრეტაციის გაზიარებით კი, კოკა-კოლამ დააფასა ყველა ძალისხმევა, რომელიც მაღაზიების მფლობელებმა გასწიეს და ასე ბრენდის აღქმა გააძლიერეს. ეს მიდგომა ხაზს უსვამს მრავალფეროვნების, ინკლუზიურობისა და საზოგადოების ცნებებს, რაც კოკა-კოლას მთავარ ღირებულებებსაც ეხმიანება.
როგორც ვიგებთ, პროექტმა პატარა მაღაზიების მფლობელები წაახალისა, კვლავ გაეგრძელებინათ გზა, რომელიც კოკა-კოლას საკუთარი შემოქმედებითი ხედვით აჩვენებდა მომხმარებლებს… ამიტომ, თუ თქვენც ოდესმე საკუთარი ინტერპრეტაციით დაგიხატავთ კოკა-კოლას ლოგო, ბოთლი თუ სხვა ვიზუალური ელემენტები, შეგიძლიათ მშვიდად იყოთ, რადგან ეს ბრენდისთვის იურიდიულ საკითხებზე ბევრად შორს მიდის.