in

ჩვენი უბნის პროექტირება ჩვენს ჯანმრთელობაზე გავლენას ახდენს

იგი ადამიანებს მეტი აქტივობისკენ უბიძგებს

შესაძლოა, ცოტა უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ის თუ როგორ არის თქვენი უბანი დაპროექტებული, თქვენივე ჯანმრთელობაზე აისახება. ეს კი ახლა მეტად მნიშვნელოვანი გახდა, ვიდრე ოდესმე, რადგან ქალაქებში მოსახლეობის რაოდენობა მკვეთრად იმატებს… ქუჩები და პარკები ისე უნდა იყოს დაპროექტებული, რომ ჩვენ სეირნობა, სირბილი ან თუნდაც ველოსიპედის ტარება შეგვეძლოს. 

10 ქვეყნის 14 ქალაქში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა — ადამიანები, რომელთა უბნებიც ფეხით გადაადგილებისთვის საჭირო სივრცეებით იყო მოწყობილი, სხვა უბნებთან შედარებით, კვირაში დამატებით 90 წუთს ვარჯიშობდნენ. თუ მათ ვარაუდებს დავუჯერებთ, მაღაზიებზე, ბილიკებზე, პარკებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მეტი ხელმისაწვდომობა ადამიანს, ერთი კვირის განმავლობაში, თუნდაც 16 წუთით მეტი აქტივობისკენ უბიძგებს. 

ხოლო კანადაში ჩატარებულმა სხვა კვლევამ, რომელიც 30 000-ზე მეტ მონაწილეს მოიცავდა, აჩვენა, რომ სიმსუქნის გავრცელება “აქტიურ” უბნებში 10%-ით ნაკლები იყო. ხოლო უფრო ფართომასშტაბიანმა კვლევამ, რომელშიც 8 წლის განმავლობაში 1.1 მილიონ ჯანმრთელ ახალგაზრდას აკვირდებოდნენ, დაადგინა, რომ დიაბეტის განვითარების რისკი 20 პროცენტით მაღალი იყო იქ, სადაც არ ჰქონდათ ადამიანებს ფეხით ან ველოსიპედით გადაადგილებისთვის საჭირო სივრცეები. იმასაც გვეუბნებიან, რომ აქტიურ უბნებში გადასვლით არტერიული წნევის განვითარების რისკი 10 წლის განმავლობაში 54%-ით შემცირდა. 

მართალია, ადამიანის ქცევის წინასწარმეტყველება ან მართვა ადვილი არ არის, მაგრამ როგორც ჩანს, როცა მათ გარეთ გასვლისა და გადაადგილების შესაძლებლობას სთავაზობენ, ისინი ამ შანსს მყისიერად იყენებენ. 

ამ საკითხის კვლევა კვლავ გრძელდება, თუმცა ამჟამად სხვადასხვა პოპულაციაში ჩატარებული კვლევები ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ავსტრალია, აშშ და გაერთიანებული სამეფო, მხარს უჭერს არსებულ შედეგებს. სწორედ ამიტომ მიაჩნიათ, რომ ჩვენი უბნის არქიტექტურა ჩვენს ჯანმრთელობაზე დიდ გავლენას ახდენს. 

რუბრიკას ჯანსაღი ცხოვრების წესზე წარმოგიდგენთ ფარმადეპო.

Reddit-მა განყოფილება r/Russia “კარანტინში მოათავსა”, მიზეზი დეზინფორმაციაა

NASA-ს როვერმა მარსზე ყვავილის მსგავსი წარმონაქმნი დააფიქსირა