13
Dec
2019

8 ნიშანი, რომ თანამშრომელი კომპანიიდან წასვლას აპირებს – „ჰარვარდის“ კვლევა

13 Dec 2019

შესაძლებელია, თუ არა წინასწარ იმის განსაზღვრა, როდის დაგვტოვებს თანამშრომელი? „ჰარვარდის“ ვრცელი კვლევის ფარგლებში, 100 მენეჯერს სთხოვეს, თავიანთი გამოცდილება გაეზიარებინათ, ბოლო პერიოდში, როგორ იცვლებოდა იმ თანამშრომლების ქცევა, რომლებიც საბოლოოდ, წასვლას ამჯობინებდნენ. და ასევე, 100 თანამშრომელი გამოკითხეს იმის გასარკვევად, თავად როგორ აფასებდნენ წასვლის გადაწყვეტილების მიღებამდე სამსახურში ქცევის შეცვლასთან დაკავშირებით.

pasha-statiebi
pasha-statiebi

კვლევა ამბობს, რომ რაღაც ნიშნები არსებობს, რომლის მიხედვითაც, ამის მიხვედრა შესაძლებელია:

თანამშრომელი უჩვეულოდ არაპროდუქტიული ხდებადასაქმებული, რომელიც ძალიან ბევრს მუშაობდა და უეცრად სამუშაო ტემპი საგრძნობლად შეანელა, კარგი იქნება, თქვენს ყურადღებას ამ ფაქტზე თუ გაამახვილებთ.

„მარტოხელა მგლად“ იქცევა

როცა გუნდური მუშაობის მოყვარული თანამშრომელი სხვებს განუდგება და მარტო აგრძელებს საქმის კეთებას, გარკვეულწილად, ესეც ნიშნავს, რომ ის სამსახურის დატოვებისთვის მზაობას აცხადებს. ვინაიდან, თანამშრომლებს ვეღარ შეხვდება და სულაც აღარ ადარდებს, მათთან როგორი ურთიერთობა ექნება.

საქმეში მინიმალურ ძალისხმევას დებს

შრომისმოყვარე თანამშრომლები, რომლებიც წყვეტენ საუკეთესო შედეგების მისაღწევად, საქმეში დამატებითი ძალისმხევის ჩადებას, ეს კიდევ უფრო მკაფიო ნიშანია, რომ თქვენს გუნდში ყოფნა აღარ სურს.

მისთვის სულერთია, მენეჯერს რა ესიამოვნება

აპათიის ჩვენება ერთ-ერთი ცხადი მაგალითია, აპირებს, თუ არა თანამშრომელი წასვლას. თქვენი გუნდის წევრები, რომლებიც გულგრილად გექცევიან, ეს შეიძლება მიეწეროს მიზეზს, რომლის თანახმადაც, სულ მალე თქვენ მათი ბოსი აღარ იქნებით და რა გესიამოვნებათ, მეასეხარისხოვანია.

გრძელვადიან პროექტებში ჩართვას თავს არიდებს

ვისაც გადაწყვეტილი აქვს, რომ სამსახურიდან წავიდეს და დიდი ალბათობით, პროექტის ფინიშის გასვლას ვერ მოუსწრებს, დიდი შანსია, რომ ასეთ შემთხვევებში მათ მაქსიმალური ძალისხმევა დაგანახონ, საქმის შესრულების პროცესში.

არადამახასიათებლად ნეგატიურია

როდესაც თქვენს ოფისში მყოფი პირი, რომელიც ადრე ჩვეულებრივად მუშაობდა, ბოლო დროს კი, ნახევრად ცარიელ ჭიქას ხედავს და ხშირადაა გაღიზიანებული, ნუ გაატარებთ. პიროვნების მკვეთრი ცვლილება ხშირად რადიკალური გადაწყვეტილების მიღების წინაპირობა ხდება.

შესამჩნევად არამოტივირებული ხდება

როცა თანამშრომელს ნაკლებად აღელვებს, დაკისრებულ მოვალეობას დროულად შეასრულებს, თუ არა ანდაც, რამდენად ხარისხიანი იქნება მის მიერ დადებული შედეგი, ეს ნიშნავს, რომ მას თქვენთან მუშაობის მოტივაცია აღარ აქვს. თქვენგან არც აღიარებას ელის და არც ვთქვათ, ფინანსურ სარგებელს. ამიტომ, დემოტივირებული თანამშრომელი მოსაფრთხილებელია.

საქმეზე ვერ კონცენტრირდება

თანამშრომლები, რომლებაც იციან, რომ სამსახურიდან მიდიან და თავიანთ კარიერას სხვაგან აგრძელებენ, მათთვის კონცენტრაციის შენარჩუნება ძალიან რთულდება.

მიუხედავად იმისა, რომ თქვენს გუნდში თანამშრომლების მიმოსვლა ბუნებრივი პროცესია, ამ ნიშნებზე დაკვირვება მაინც სასარგებლო გვგონია. არსებობს მათი შენარჩუნების სხვადასხვა გზა. პირველ რიგში, კომუნიკაცია, მათი საჭიროებების გაგება, შემდეგ კი ამ მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე ზრუნვა.

თუმცა თანამშრომლების წასვლას გამოცდილების კუთხითაც თუ შევხედავთ, ამ მხრივაც სასარგებლო შეიძლება აღმოჩნდეს ეს კომპანიისთვის, რომელიც მიმდინარე გამოწვევებს შემდეგისთვის გაითვალისწინებს.

წყარო: businessinsider



განხილვა