Dear Kate-ის საცვლების ახალი კოლექცია მსოფლიოში პირველ პროგრამისტ ქალს ადე ლავლეისს მიუძღვნეს. კოლექციის რეკლამაში მონაწილეობის მისაღებად ნამდვილი “IT-შნიკი” ქალები მიიწვიეს და ფოტოსესია მუშაობის პროცესის დროს ჩაატარეს.
Dear Kate-ის დირექტორი აცხადებს, რომ სარეკლამო კამპანია გაკეთდა იმ ქალებისთვის, რომლებიც ინიციატივას საკუთარ ხელში იღებენ და მათ გადაწყვეტილებაზე, მათ საქმეზე ბევრი რამეა დამოკიდებული. ფოტოსესიის გარშემო ბევრი მითქმა-მოთქმა გაჩნდა, თუმცა ყველა მონაწილეს ერთიანი პოზიცია გააჩნიათ – “ქალებსაც შეუძლიათ “IT-შნიკები” იყვნენ და არ შერცხვეთ იმის, რომ იდეალური ფორმები არ გააჩნიათ”.