in

იური სუძუკის ახალი მოწყობილობა საკუთარი ფონური ხმაურის შექმნაში დაგეხმარებათ

The Ambient Machine — ასე ჰქვია იური სუძუკის მიერ შემუშავებულ მოწყობილობას, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ფონური ხმაური თავად დააკონფიგურირონ, ხმებისა და ეფექტების სპექტრით.

მოწყობილობას 32 გადამრთველი აქვს. გადამრთველების პირველი რიგის მანიპულაციით, ბგერების დიაპაზონის არჩევის საშუალებას იძლევა, მეორე რიგი ხმას არეგულირებს; მესამე ხმის ეფექტებისთვისაა განკუთვნილი; რაც შეეხება მეოთხე რიგს, ის სიჩქარის შეცვლას უზრუნველყოფს. მოკლედ რომ ვთქვათ, ფუნქციების ეს ფართო არჩევანი გეხმარებათ, სრულად თქვენს გემოვნებას მოარგოთ ფონური ხმა.

ხმისა და მუსიკის შერწყმას „გარემოს ფონის ხმაურის“ ფორმირებისთვის დიდი ისტორია აქვს, განმარტავს სუზუკი, რომელიც ფრანგი კომპოზიტორის ერიკ სატის ნამუშევრებს გულისხმობს. „თეთრ ხმაურს ჩვენს ირგვლივ უსიამოვნო ხმების დაფარვა და შვების განცდის მონიჭება შეუძლია“. თავის მხრივ, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა ადამიანები თავიანთი გარემოთი არიან შეზღუდული. მთლიანობაში, თეთრი ხმაური მენტალური ჯანმრთელობის გაუმჯობესებას უწყობს ხელს.

საგულისხმოა The Ambient Machine-ის შექმნის პერიოდიც… სუძუკის თქმით, პანდემიისა და მისი თანმდევი ლოკდაუნის დროს ადამიანებმა მეტად დაიწყეს გარშემო არსებული ხმაურის შემჩნევა. ზოგჯერ ეს ძალიან შემაწუხებელია და ვცდილობთ, საკუთარ ხმებში გავექცეთ ამ ყველაფერს.

9 აპლიკაცია ფოტოებისა და ვიდეოების დამუშავებისთვის

KiwiPost-თან ერთად შენი ამანათი საიმედო ხელ… ფრთებ… საიმედოდაა!