ესპანელმა დიზაინერმა მაქსიმო რიერამ (Maximo Riera) ცხოველების ფორმის ავეჯის შექმნა გადაწყვიტა.
“The Animal Chair collection” მხოლოდ ერთჯერადი პროექტი არ არის, მას პერიოდულად ახალი ნამუშევრები ემატება. დიზაინერის ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარი ბეგემოტის ფორმის დივანი გახდა.
ავეჯი ტყავისგან მზადდება, დიზაინერი დეტალებს დიდ ყურადღებას აქცევს და ცდილობს ცხოველის ფორმები მაქსიმალურად რეალური გააკეთოს. მაქსიმო რიერას სულ 20 ექსპონატი აქვს. თითოს დამზადებას 11 კვირამდე უნდება და ახალ ავეჯს მხოლოდ შეკვეთის შემთხვევაში ამზადებს.
ავეჯის ფასი £35,000 -£65,000 მერყეობს.














