in

The App Icon Book აპლიკაციების ხატულების ისტორიას გვიამბობს

წიგნი 4 წლის განმავლობაში იქმნებოდა…

მაიკლ ფლაროპის მიერ შექმნილი წიგნი ციფრული დიზაინის მრავალწლიან გამოცდილებას ასახავს, რომელიც iPhone-ის პირველი გამოშვებით დაიწყო.

“სმარტფონების გამოჩენასთან ერთად დიზაინი სამუდამოდ შეიცვალა. შეიქმნა სრულიად ახალი დისციპლინები და გარდაიქმნა უკვე არსებული” — აღნიშნავს ფლაროპი. მისი თქმით, ვირტუალური ხატულები, სიმბოლოები მძლავრ კავშირს ემსახურება შემქმნელსა და მომხმარებელს შორის და ამასთანავე, ისინი ჩვენს წინაშე არსებულ შესაძლებლობებს განსაზღვრავს.

წიგნი 4 წლის განმავლობაში იქმნებოდა. The App Icon Book პოპულარული აპლიკაციების სიმბოლოების კოლექციებს მოიცავს, რომლებიც წლების განმავალობაში ვითარდებოდა და იხვეწებოდა. ამასთანავე, თითოეულ მათგანს თან ერთვის დიზაინის ანალიზი და მათი შექმნის ისტორია. ამრიგად, წიგნი გარკვეულწილად ენციკლოპედიურია და გვიამბობს იმ მნიშვნელოვანი ყოველდღიურობის ნაწილის შესახებ, რომელიც ასე მყარად დამკვიდრდა ჩვენს ცხოვრებაში.

The App Icon Book რამდენიმე მიზანს ემსახურება… შექმნილია არა მხოლოდ დიზაინერებისთვის, არამედ მათთვის, ვისაც აპლიკაციის ხატულების კონცეფცია საინტერესო თემად მიაჩნია. iOS App Icon Book ემსახურება ვიზუალურ მითითებას, შთაგონებასა და ისტორიული არქივს, რომელიც ყველაფერს ადასტურებს. თანაც, თითოეული მათგანის ანალიზის თუ ისტორიის ცოდნა მეტად დაგვეხმარება მათ უკეთ გაგებადა შესაბამისი კონტექსტით გამოყენებაში.

ასევე, წიგნი გაჟღენთილია — ინტერვიუებით ზოგიერთი ყველაზე დასამახსოვრებელი და საინტერესო აპლიკაციის სიმბოლოების შემქმნელებთან.

TikTok კონტენტის შემქმნელებისთვის ფულის გამომუშავების გზებს აფართოებს!

მზად ხარ 2022 წელს შეხვდე უფრო თავდაჯერებული? ავტოდაზღვევის კამპანია ალდაგში დაიწყო