5
Oct
2018

მირიან შენგელაიას The Art Of Chess – ჩუმი ორთაბრძოლა ბათუმში, მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადაზე

5 Oct 2018

„ჩვენ, კაცთა, მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა,
მისგან არს ყოვლი ხელმწიფე, სახითა მის მიერითა“.
შოთა რუსთაველი

მირიან შენგელაიამ, ინტელექტუალური თამაში ჭადრაკი, რომელშიც შერწყმულია მეცნიერებისა და სპორტის ელემენტები – აზროვნების პროცესი, გადაწყვეტილების მიღება, ყურადღების კონცენტრაცია, დაძაბულობა და გამარჯვებისკენ სწრაფვა ვიზუალურ ხელოვნებად აქცია – ყველა ეროვნებად, ყველა ფერად, ყველა ემოციად.

ნორვეგიის ქალაქ ტრომსიოში გამართულ ფიდეს კონგრესზე საქართველოს ზღვისპირა კურორტმა ბათუმმა 93 ხმა მიიღო, რომ მსოფლიო საჭადრაკო, რიგით 43-ე, ოლიმპიადა სწორედ აქ გამართულიყო.

ბათუმმა საჭადრაკო ოლიმპიადას პირველად უმასპინძლა, თუმცა ქალაქს შეჯიბრებების მიღების გამოცდილება აქამდეც ჰქონია: განვლილ წლებში, ბათუმში გაიმართა ევროპის პირველი ჩემპიონატი ქალთა შორის, პირველი ინტერკონტინენტალური მატჩი ევროპასა და აზიას შორის, კონტინენტის პირველობა ინდივიდუალურ ჭადრაკში, ქალთა მსოფლიო ჩემპიონატი…

Concept Camera Editing: Mirian Shengelaia
Music: Nicka Tseretely & Mikheil Mdinaradze
Vocal: Misho Javakhishvili
Flute: Sandro Nikoladze

განხილვა