The Association of Tennis Professionals-ის (ATP) განახლებული ლოგო და ბრენდის იდენტობა უნდა გაგაცნოთ, რითაც ბოლო 5 ათწლეულში მეექვსე ცვლილება აღინიშნება… ამჯერად მემკვიდრეობას მოძრაობასთან აბალანსებენ და ცდილობენ ციფრული მედიის სწრაფ მოთხოვნებს უპასუხონ ისე, რომ სპორტის მემკვიდრეობასაც მიაგონ პატივი და არც საკულტო გასროლილი ბურთის ვიზუალი დატოვონ წარშულში.
რებრენდინგზე Chermayeff & Geismar & Haviv-ის (C&G&H) დიზაინის სტუდიამ იმუშავა და ახლა ლოგოში გამოსახული ადამიანის სილუეტი რაღაც უფრო მარტივით ჩაანაცვლა. ჩათვალეთ, რომ ჩოგბურთის ბურთის გასროლის მინიმალისტური ანიმაციაა, რომელიც იდენტობის სისტემის ცენტრალური ნაწილი ხდება.

ამბობენ, რომ ამ ცვლილებით სპორტის ევოლუციასაც აღნიშნავენ. გამომდინარე იქიდან, რომ გულშემატკივრები სულ უფრო მოიხმარენ მობილურ პლატფორმებს და მოკლე ფორმატის კონტენტიც აინტერესებთ, ATP-ის ახალი ვიზუალური ენა უკეთ გადადის ეკრანებზე, მერჩენდაიზინგსა თუ გლობალურ ტურნირებზე. აღნიშნული კი იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ძველი სილუეტი კარგად არ გამოიყურებოდა მცირე ფორმატებში.
„ჩოგბურთი გამუდმებით ვითარდება. გლობალური გულშემატკივრების ბაზას ფეხი რომ ავუწყოთ, გვჭირდება მოვყვეთ ამბავი ჩვენს შემოქმედებითობასა და ენერგიაზე. ახალი იდენტობა სწორედ ამ დრამას, სიზუსტესა და ტურის იმპულსს ასახავს, არსებულ გულშემატკივრებსაც უკავშირდება და ახალ თაობასაც შთააგონებს, აღმოაჩინონ ჩოგბურთის სამყარო“.

განახლებულ ლოგოს მაყურებელთა წინაშე 2026 წლიდან წარადგენენ…














