რომის ბრენდმა BACARDI, წამოიწყო კამპანია, სახელწოდებით The Beat Machine. კამპანია, კლავიატურის ნაკლებად გამოყენებადი ღილაკებით, მუსიკის ციფრული რედაქტორების საშუალებას იძლევა. BACARDI-ის YouTube არხზე, მაყურებლებს შეუძლიათ სულ სხვანაირად დაინახონ Major Lazer-ისა და Anitta-ს სიმღერა Maket it Hot თავიანთი სურვილისამებრ შეცვალონ, 1-10 ღილაკებზე დაჭერით. მეორე ვიდეორგოლში წარმოდგენილია ტუტორიალი, თუ როგორაა შესაძლებელი ამის გაკეთება. აღსანიშნავია, რომ “ბაკარდი” აქტიურად იყენებს სოციალურ მედიას და სპეციალურად შექმნილი კონტენტის საშუალებით, საზოგადოებას მოუწოდებს, აკეთონ ის, რაც ამოძრავებთ, ფიზიკურადაც და ემოციურადაც. კამპანიაზე სააგენტომ BBDO New York იმუშავა.
ტუტორიალი
ეს კი სიმღერის ორიგინალი ვერსია.