in

პოლ მაკარტნი AI რევოლუციას უერთდება, რათა The Beatles-ის ბოლო სიმღერა ჩაწეროს

1969 წელს ბითლზები ბოლოჯერ გამოჩნდნენ Apple Corps-ის შტაბ-ბინაში, რითაც თაყვანისმცემლებს დაუვიწყარი მოგონებები დაუტოვეს. ეს იყო უკანასკნელი შემთხვევა, როდესაც აუდიტორია ჯგუფის კოლექტიური მაგიის ქვეშ მოექცა, ვიდრე წევრები ინდივიდუალურ კარიერულ გზას დაადგებოდნენ… მართალია, თითოეული მათგანი ძალიან წარმატებული იყო, მაგრამ მაინც არაერთხელ გვინატრია, ჯგუფი არ დაშლილიყო.

BOG
BOG

და რა მოხდება, თუ ხელოვნური ინტელექტის ძალა The Beatles-ის დაბრუნებასაც ეყოფა? კერძოდ, პოლ მაკარტნი ტექნოლოგიის გამოყენებას ჯგუფის ბოლო ერთობლივი სიმღერის ჩასაწერად აპირებს. უფრო კონკრეტულად, BBC Radio 4-თან ინტერვიუში მომღერალმა აღნიშნა, რომ AI-ის მეშვეობით, ჯონ ლენონის ხმის დემო ვერსია ამოიღეს, რათა ახალ ტრეკში ჩააინტეგრირონ.

ამ ტრეკის შექმნის იდეა სამწლიანი დოკუმენტური ფილმის გადაღებების დროს გაჩნდა, სახელწოდებით Get Back. როდესაც რეჟისორი პიტერ ჯექსონი ძველ ჩანაწერებს ათვალიერებდა, გადაწყვიტეს, ხელოვნური ინტელექტით ინდივიდუალური ხმები დაენაწევრებინათ. მიღებული შედეგით კი Now and then-ის ახალი ჩანაწერის გაკეთება სურთ, რადგან ძველ ვერსიაში დახარვეზებული ხმები ისმის…

მაკარტნის თქმით, ეს შემთხვევა განსხვავდება AI-ის გამოყენების სხვა ამბებისგან, რადგან სისტემას არა თუ სრულიად ახალი ტრეკის შესაქმნელად მიმართავენ, არამედ ძველის გასაუმჯობესებლად. ერთადერთი, რასაც ტექნოლოგია აკეთებს, ხმების სუფთად განცალკევება და შესაბამის ტექსტზე მორგებაა.

„კომბინატი“ — სტალინური პერიოდის შენობაში საერთო სამუშაო სივრცე და გალერეა კეთდება

რას დაგახვედრებთ თიბისი Change Inspire-ის ტექნოლოგიურ კონფერენციაზე?