ალბათ, მსოფლიოში რთულია ისეთი ადამიანის პოვნა, რომელმაც The Beatles-ის შესახებ არ იცის, თუმცა ასე ვერ ვიტყოდით ფაქტზე, რომლის თანახმადაც, მუსიკოსები მხატვრობითაც იყვნენ გატაცებულნი…
უფრო კონკრეტულად, 1966 წელს ტოკიოში Nippon Budokan-ის არენაზე The Beatles-ს სამ დღეში 5 კონცერტი უნდა გაემართა, ამიტომ მათ Tokyo Hilton-ის გარეთ დიდი დროის გატარება ვერ შეძლეს. ეს დრო კი ოთხმა მუსიკოსმა საერთო ნახატის შესაქმნელად გამოიყენა, რომელსაც შემდგომში იაპონელმა ჟურნალისტმა „ქალის სურათები“ უწოდა. მართალია, ნახატი ერთად შექმნეს, მაგრამ თითოეულის უნიკალური სტილი მაინც შესამჩნევია.
თუ ქვედა მარცხენა კუთხეში რინგო სტარს ნათელი ფერები აქვს გამოყენებული, ჰარისონი ქვედა მარჯვენა მხარეს მუქ ჩრდილებს ანიჭებს უპირატესობას… ცენტრში კი ცარიელი წრეა მოთავსებული, რომელზეც The Beatles-ის თითოეული წევრი აწერს ხელს.
„იშვიათობაა მუსიკალური კატალოგების მიღმა ნამუშევრის არსებობა, რომელიც ფიზიკური რელიკვიაა, ხელშესახები ობიექტი, რომელშიც The Beatles-ის ოთხივე წევრმა შეიტანა წვლილი. ეს სამახსოვრო ნივთია, ხელოვნების ნიმუში, რომელიც კოლექციონერების დიდ ნაწილს მიიზიდავს… იგი სთორითელინგის მშვენიერი ნაწილია“, — განმარტავს ქეისი როჯერსი, სპეციალისტი.