in

The Beatles-ის „უკანასკნელი სიმღერა“ გამოვიდა

ოთხ ათწლეულზე მეტია, The Beatles-ის ფანები მოუთმენლად ელიან Now And After-ის გამოშვებას — ანუ სიმღერის, რომელიც ცნობილია, როგორც „ჯგუფის უკანასკნელი სიმღერა“. ახლა კი ხელოვნურმა ინტელექტმა ეს ცნობისმოყვარეობა კრეატიულად დაგვიკმაყოფილა.

BOG
BOG

პარტიტურა თავდაპირველად ჯონ ლენონმა 1978 წელს დაწერა, AI-მ კი საბოლოო სახე მისცა. თანაც ეს ბოლო შემთხვევაა, როდესაც სიმღერა საკულტო ჯგუფის ოთხივე წევრს ეკუთვნის — ლენონს, მაკარტნის, ჰარონსა და სტარს.

BBC-ის ცნობით, მელოდია აღწერილია, როგორც „საკმაოდ მსგავსი“ ლენონის 70-იანი წლების რელიზებისა. ბოლო შტრიხები მაკარტნიმ და სტარმა გასულ წელს დაამატეს, ხოლო ჰარისონის ნაწილი 1995 წელს ჩაწერილი რიტმული გიტარის სახით აღდგა.

რაც შეეხება ხელოვნურ ინტელექტს, მან გადამწყვეტი როლი შეასრულა ორიგინალი ჩანაწერიდან ლენონის ხმის აღდგენაში. კერძოდ, კასეტაზე ჩაწერილ სიმღერას ფონური ხმები არღვევდა. AI-მ კი, როგორც მაკარტნი ამბობს, მომღერლის ხმა კრისტალურად სუფთად აქცია.

Startup Challenge — მიიღე 1 მილიონამდე ევროს მოცულობის ინვესტიცია!

მაია ომიაძე World Marketing Summit 2023-ის საპატიო მომხსენებელთა შორისაა!